ბარტლ-ფრირი (მთა)
იერსახე
ბარტლ-ფრირი | |
---|---|
ბარტლ-ფრირი | |
კოორდინატები: 17°23′ ს. გ. 145°49′ ა. გ. / 17.383° ს. გ. 145.817° ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრალია |
ტერიტორიული ერთეული | კუინზლენდი |
სიმაღლე | 1622 მ |
ქედი | ბელენდენ-კერის ქედი |
პირველი ასვლა | კრისტი პალმერსტონი (1886 წლის 26 ოქტომბერი) |
უმარტივესი მარშრუტი | დასავლეთი მხარე |
ბარტლ ფრირი (ინგლ. Mount Bartle Frere) — მთა აღმოსავლეთ ავსტრალიაში, ვურუნურანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. იგი კუინზლენდის შტატის უმაღლესი მწვერვალია, რომლის სიმაღლეა 1622 მეტრი ზღვის დონიდან.[1] მთა მდებარეობს ბელენდენ-კერის ქედის აღმოსავლეთ კალთებზე. აგებულია გრანიტებით.