ბათუმის საზღვაო ნავსადგური
ბათუმის საზღვაო ნავსადგური — საქართველოს უდიდესი საზღვაო ნავსადგური. მდებარეობს ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე. მის ტვირთბრუნვაში წამყვანი ადგილი უჭირავს ნავთობს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XIX საუკუნის 80-იან წლებამდე ბათუმში შედიოდა მხოლოდ მცირე წყალწყვის გემები და მისი ტვირთბუნვა უმნიშვნელო იყო. 1878 წელს ბათუმის რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობის შემდეგ ქალაქი განვითარდა. 1883 წელს ბათუმის ნავსადგურიდან გავიდა 3,3 მილიონი ფუთი ნავთობი. ახალი ნავსადგური აშენდა 1884-89 წლებში. ადმირალ გრევეს პროექტით ნავსადგური მდინარე ყოროლისწყალზე უნდა აშენებულიყო, მაგრამ თანხების ნაკლებობის გამო ის პროექტი არ მიიღეს.[1] ამას ხელი შეუწყო 1883 წელს ბათუმში რკინიგზის გაყვანამ, 1893 წელს ტანკერების და მშრალი ტვირთის გემების ნავმისადგომის აშენებამ, 1907 წელს ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის გაყვანამ. 1913 წელს ბათუმის ნავსადგურიდან გატანილ იქნა 93 მილიონ ფუთ ნავთობზე მეტი.
საბჭოთა პერიოდში დაიდგა მაღალმწარმოებლური გადამტვირთავი მოწყობილობა, გაფართოვდა ნავმისადგომი, გაიზრდა მისადგომის სიღრმე, აშენდა საზღვაო ვაგზალი. საბჭოთა პერიოდში ნავსადგური დაკავშირებული იყო 90-მდე ქვეყანასთან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 151.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ გოგოლაშვილი ო. „ნიკოლოზ ლენდერი“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N15 — თბილისი, „უნივერსალი“ 2014 ISSN 1512-3154