ახალგაზრდა მარქსისტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ახალგაზრდა მარქსისტები“, საქართველოს ახალგაზრდული სოციალურ-დემოკრატიული ორგანიზაცია. შეიქმნა 1915 წელს თბილისში მარქსიზმის შემსწავლელი წრეების სახით. ორგანიზაციის მთელ პრაქტიკულ საქმიანობას სოციალ-დემოკრატები ხელმძღვანელობდნენ.

1917 წელს „ახალგაზრდა მარქსისტების“ კონფერენციამ აირჩია ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაცია 95-96%-ს საშუალო ფენებიდან გამოსული ახალგაზრდობა და მოსწავლეები შეადგენდნენ. იგი აერთიანებდა 4500-მდე წევრს. ჩატარდა 4 კონფერენცია (I - 1916 წლის დეკემბერი, II - 1917 წლის მარტი, III - 1918, IV - 1920 წლის მარტი). „ახალგაზრდა მარქსისტების“ ორგანო იყო ყოველკვირეული ჟურნალი „ახალი კვალი“ (1918-1921).

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ შემდეგ „ახალგაზრდა მარქსისტების“ ორგანიზაცია ეწეოდა ანტისაბჭოურ აგიტაციას, გამოსცემდა არალეგალურ ფურცლებსა და სხვა მასალებს. 1923 წლის 28 ოქტომბერს „ახალგაზრდა მარქსისტების“ სალიკვიდაციო ყრილობამ მიიღო რეზოლუცია ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის შესახებ.

ყრილობის შემდეგ „ახალგაზრდა მარქსისტების“ მცირე ნაწილი საქართველოს კომკავშირის რიგებში შევიდა, მეორე კი - ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურ იატაკქვეშა მოღვაწეობას განაგრძობდა 1930-იანი წლების დამდეგამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დევდარიანი გ., ნარკვევები საქართველოს კომკავშირის ისტორიიდან, ტფ., 1931;
  • მისივე, საქართველოს კომკავშირის სათავეებთან, ტფ., 1927;
  • საქართველოს კომკავშირის ისტორია, თბ., 1968;
  • თეთვაძე შ., ქსე, ტ. 2, გვ. 81, თბ., 1977;
  • მისივე, ენციკლოპედია "საქართველო", ტ. I, 1997, გვ. 277