ახალგაზრდა მარქსისტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

"ახალგაზრდა მარქსისტები", საქართველოს ახალგაზრდული სოციალურ-დემოკრატიული (მენშევიკური) ორგანიზაცია. შეიქმნა 1915 წელს თბილისში მარქსიზმის შემსწავლელი წრეების სახით. ორგანიზაციის მთელ პრაქტიკულ საქმიანობას მენშევიკები ხელმძღვანელობდნენ.

1917 წელს "ახალგაზრდა მარქსისტების" კონფერენციამ აირჩია ცენტრალური კომიტეტის ორგანიზაცია 95-96%-ს საშუალო ფენებიდან გამოსული ახალგაზრდობა და მოსწავლეები შეადგენდნენ. იგი აერთიანებდა 4500-მდე წევრს. ჩატარდა 4 კონფერენცია (I - 1916 წლის დეკემბერი, II - 1917 წლის მარტი, III - 1918, IV - 1920 წლის მარტი). "ახალგაზრდა მარქსისტების" ორგანო იყო ყოველკვირეული ჟურნალი "ახალი კვალი" (1918-1921). საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ „ახალგაზრდა მარქსისტების“ ორგანიზაცია ეწეოდა ანტისაბჭოურ აგიტაციას, გამოსცემდა არალეგალურ ფურცლებსა და სხვა მასალებს. 1923 წლის 28 ოქტომბერს „ახალგაზრდა მარქსისტების“ სალიკვიდაციო ყრილობამ მიიღო რეზოლუცია ორგანიზაციის თვითლიკვიდაციის შესახებ. რეზოლუცია გმობდა „ახალგაზრდა მარქსისტების“ კონტტევოლუციურ საქმიანობას და იზიარებდა ახალგაზრდობის კომინტერნის პლატფორმას. ყრილობის შემდეგ „ახალგაზრდა მარქსისტების“ მცირე ნაწილი, რომელიც უმთავრესად მუშათა და გლეხთა წრიდან გამოსული ახალგაზრდობისაგან შედგებოდა, საქართველოს კომკავშირის რიგებში შევიდა, მეორე - საშუალო ფენების უდიდესი ნაწილი - ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ აქტიურ იატაკქვეშა მოღვაწეობას განაგრძობდა 1930-იანი წლების დამდეგამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დევდარიანი გ., ნარკვევები საქართველოს კომკავშირის ისტორიიდან, ტფ., 1931;
  • მისივე, საქართველოს კომკავშირის სათავეებთან, ტფ., 1927;
  • საქართველოს კომკავშირის ისტორია, თბ., 1968;
  • თეთვაძე შ., ქსე, ტ. 2, გვ. 81, თბ., 1977;
  • მისივე, ენციკლოპედია "საქართველო", ტ. I, 1997, გვ. 277