აფშერონსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
აფშერონსკი
Апшеронск
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი კრასნოდარის მხარე
რაიონი აფშერონსკის რაიონი
კოორდინატები 44°27′39″ ჩ. გ. 39°44′26″ ა. გ. / 44.46083° ჩ. გ. 39.74056° ა. გ. / 44.46083; 39.74056
დაარსდა 1863
ადრეული სახელები აფშერონსკაია
ამჟამინდელი სტატუსი 1947
ფართობი 28 კმ²
ცენტრის სიმაღლე 203
კლიმატის ტიპი ზომიერი
მოსახლეობა 39 488 კაცი (2020)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86152
საფოსტო ინდექსი 352690
აფშერონსკი — რუსეთი
აფშერონსკი
აფშერონსკი — კრასნოდარის მხარე
აფშერონსკი

აფშერონსკი (რუს. Апшеронск) — ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარის სამხრეთ ნაწილში, აფშერონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.[1] 39 488 მცხოვრები (2020).[2] მდებარეობს კავკასიონის მთისწინეთში, მდინარეების ფშეხისა და ტუხის (ყუბანის აუზი) ნაპირზე.[1] რკინიგზის სადგური არმავირტუაფსის ხაზის შტოზე.[3][4] დაარსდა 1863 წელს როგორც სტანიცა აფშერონსკაია.[1] ქალაქია 1947 წლიდან.[3][4] ქალაქში არის ხე-ტყისა და ხის დასამუშავებელი მრეწველობის საწარმოები (დახერხილი ხე-ტყის, პარკეტის, სამასალე მერქნის წარმოება); განვითარებულია ნავთობმრეწველობისა და ხის დასამუშავებელი მოწყობილობების წარმოება; მთის მდინარე სერებრიაჩკას ბუნებრივი წყლის საფუძველზე სასმელების ჩამოსხმა.[1] საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ავტოსარემონტო ქარხანა, სრესი.[3][4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 АПШЕРОНСК // Большая российская энциклопедия. т. 2. — М., 2005. — стр. 133.
  2. Оценка численности населения на 1 января 2020 года по муниципальным образованиям Краснодарского края. krsdstat.gks.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 02.06.2021. ციტირების თარიღი: 30 აგვისტო, 2020.
  3. 3.0 3.1 3.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 29.
  4. 4.0 4.1 4.2 Апшеронск // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 2 — М., 1970.