აფშერონსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ქალაქი
აფშერონსკი
Апшеронск
Апшеронск.jpg
დროშა გერბი
Flag of Apsheronsk (Krasnodar krai).png Coat of Arms of Apsheronsk (2012).png

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი კრასნოდარის მხარე
რაიონი აფშერონსკის რაიონი
კოორდინატები 44°27′39″ ჩ. გ. 39°44′26″ ა. გ. / 44.46083° ჩ. გ. 39.74056° ა. გ. / 44.46083; 39.74056
დაარსდა 1863
ადრეული სახელები აფშერონსკაია
ამჟამინდელი სტატუსი 1947
ფართობი 28 კმ²
ცენტრის სიმაღლე 203
კლიმატის ტიპი ზომიერი
მოსახლეობა 39 488 კაცი (2020)
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86152
საფოსტო ინდექსი 352690
აფშერონსკი — რუსეთი
აფშერონსკი
აფშერონსკი — კრასნოდარის მხარე
აფშერონსკი

აფშერონსკი (რუს. Апшеронск) — ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარის სამხრეთ ნაწილში, აფშერონსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.[1] 39 488 მცხოვრები (2020).[2] მდებარეობს კავკასიონის მთისწინეთში, მდინარეების ფშეხისა და ტუხის (ყუბანის აუზი) ნაპირზე.[1] რკინიგზის სადგური არმავირტუაფსის ხაზის შტოზე.[3][4] დაარსდა 1863 წელს როგორც სტანიცა აფშერონსკაია.[1] ქალაქია 1947 წლიდან.[3][4] ქალაქში არის ხე-ტყისა და ხის დასამუშავებელი მრეწველობის საწარმოები (დახერხილი ხე-ტყის, პარკეტის, სამასალე მერქნის წარმოება); განვითარებულია ნავთობმრეწველობისა და ხის დასამუშავებელი მოწყობილობების წარმოება; მთის მდინარე სერებრიაჩკას ბუნებრივი წყლის საფუძველზე სასმელების ჩამოსხმა.[1] საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ავტოსარემონტო ქარხანა, სრესი.[3][4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]