აულიე-ათური ჯიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აულიე-ათური ჯიშიმსხვილი რქოსანი საქონლის მერძეული მიმართულების ჯიში. გამოყვანილია ყირგიზეთისა და ყაზახეთის სსრ-ებში ადგილობრივი საქონლის შეჯვარებით ჰოლანდიურ ჯიშთან და ნაჯვარების „თავისში“ შემდგომი მოშენებით. მაგარი კონსტიტუციის ცხოველებია, კარგად არიან შეგუებული მთის საძოვრებზე ყოლას, ადვილად იტანენ ძლიერ სიცხეს. ფერად უპირატესად შავ-ჭრელია, გვხვდება ქერა-რუხიც. საშენ ფერმებში კუროს მასაა 700–800 კგ, უდიდესი 1000 კგ-მდე, ფურისა 400–450 კგ. საშუალო მონაწველი შეადგენს 2500–3000 კგ რძეს, რეკორდული 9988 კგ-ს. რძის ცხიმიანობა 3,7–3,8%. კარგად სუქდება.

კუროების ყველაზე მეტად ფასეული ხაზებია: ყაზახეთში — ატლასის 490, ვესიოლის 47, აბრიკოსის 1; ყირგიზეთში – სულთნის 1, შტარის, ორმანის. ყირგიზეთსა და ყაზახეთში იყენებენ ადგილობრივი საქონლის გასაუმჯობესებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Панасенко А. Г., Некоторые биологические свойства аулиеатинского скота, «Тр. Алма-Атинского зооветеринарного института», 1959, т. 11;
  • Панасенко А. Г., Аулиеатинский крупный рогатый скот, в кн.: Породы сельскохозяйственных животных, выведенные в Казахстане, А.-А., 1960;
  • Панасенко А. Г., Аулиеатинский скот // Большая советская энциклопедия, т. 2 — М. : Советская энциклопедия, 1970.