არიფ არდებილი
იერსახე
არიფ არდებილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1311 |
დაბადების ადგილი | არდაბილი |
საქმიანობა | პოეტი და მწერალი |
მოქალაქეობა | ირანი |
არიფ არდებილი — XIV საუკუნის პოეტი, წარმოშობით აზერბაიჯანელი. წერდა სპარსულად. იყო შირვანშაჰ ქეიქაუს იბნ ქაიყობადის (1345-1373) კარის პოეტი. ქმნიდა კასიდებს. შემორჩენილია მისი პოემა „ფარჰადნამე“ (1369), რომლის თემა ნასესხებია ნიზამის „ხოსროვი და შირინიდან“. მთავარ გმირად არიფ არდებილიმ აქცია ნიზამის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი — ხუროთმოძღვარი ფარჰადი, პოემა შეავსო ხალხში გავრცელებული ფარჰადისა და შირინის ლეგენდებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 572.