შინაარსზე გადასვლა

არგოტიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არგოტიზმი, არგოსათვის დამახასიათებელი სიტყვები ან გამოთქმები საერთო სახალხო ან სალიტერატურო ენაში. არგოტიზმის მეშვეობით ლიტერატურული ნაწარმოების ენას შესაბამისი სპეციფიკური სტილისტური ელფერი ეძლევა. უმეტესად პერსონაჟთა მეტყველებაში გვხვდება.