შინაარსზე გადასვლა

არაქნოფობია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არაქნოფობია (ძვ. ბერძნ. ἀράχνη — „ობობა“, ძვ. ბერძნ. φόβος — „შიში“) — ობობებისა და ობობასნაირი ცხოველების შიში[1]. მოცემული ფობიის მქონე ადამიანებს არაქნოფობებს უწოდებენ.

არაქნოფობიის შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაქნოფობია შესულია ყველაზე ცუდი ფობიების სიაში, რომელსაც ადამიანი განიცდის და იკავებს მესამე ადგილს[2]. ადამიანებში ამ ფობიის წარმოშობას რამდენიმე მიზეზი გააჩნია. ძველი დროიდან მოყოლებული ობობებს აკავშირებდნენ ინფექციებთან და დაავადებებთან. არაქნოფობიაც ამ დაავადებების ევოლუციური პასუხია[3]. ადრეული პერიოდიდან საშიში ობობების არსებობამ ადამიანებში განავითარა არაქნოფობია. მოცემული შიში გამოიყენებოდა, როგორც ობებისგან გადარჩენის გზა. ეს გაგება მემკვიდრეობით გადაეცა შემდეგ თაობებს. არაქნოფობია ასევე შეიძლება ასოცირებული იყოს კულტურულ შეხედულებებთან. ზოგიერთი კულტურა მიიჩნევს, რომ ობობები, ძალიან მავნე და სახიფათოა, მაგალითად ასე მიაჩნიათ აფრიკაში[4]. არაქნოფობია ასევე შეიძლება განვითარდეს ობობის კბენისას ან ნებისმიერ არასასიამოვნო სიტუაციაში, რომელიც დაკავშირებულია ობობასთან.

არაქნოფობიის სიმპტომები მოიცავს ემოციურ გამოვლინებებს — სუნთქვის გართულებას, ოფლიანობას, გულის აჩქარებასა და გულისრევას[5].

მოცემული დაავადების დროს ექიმი აფასებს ადამიანის ობობის შიშის დონეს და ასწავლის პაციენტს სხვადასხვა რელაქსაციის ტექნიკას, როგორიცაა სუნთქვის კონტროლი, მედიტაცია და კუნთების კონტროლი. ძირითადი მიზანია ობობის დანახვისას შიშისა და პანიკის შემცირება. ასევე შესაძლებელია მედიკამენტური მკურნალობა, რომელიც, ზოგადად, გამოიყენება სიმპტომების კონტროლისათვის, რაც დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Medical Definition of Arachnophobia[მკვდარი ბმული]
  2. Arachnophobia: Fear of Spiders - Causes, Symptoms and Treatment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-11. ციტირების თარიღი: 2018-03-23.
  3. Fear of Spiders Phobia – Arachnophobia
  4. Arachnophobia: Fear of Spiders - Causes, Symptoms and Treatment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-11. ციტირების თარიღი: 2018-03-23.
  5. The SUN - What is arachnophobia and what causes a fear of spiders?