შინაარსზე გადასვლა

აპატიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აპატიტი
საერთო
კატეგორიაფოსფატების კლასის მინერალთა ჯგუფი
ქიმიური ფორმულა
იდენტიფიკაცია
ფერიმომწვანო ცისფერი, მწვანე, იისფერი, მურა, ზოგჯერ უფეროა
კრისტალის სინგონიაჰექსაგონური
სიმაგრე მოოსის სკალით5
სიმკვრივე3200 კგ/მ³

აპატიტი [ბერძ. ἀπάτη — „ვატყუებ“ (წინათ ადვილად ერეოდათ სხვა მინერალებში)] — ფოსფატების კლასის მინერალთა ჯგუფი. ქიმიური შედეგნილობა . თუ ჭარბობს , ეწოდება ფტორაპატიტი, თუ — ქლორაპატიტი, თუ — ჰიდროქსილაპატიტი; ხშირად ჩანაცვლებულია -ით (11%-მდე) ან იშვიათმიწა და სხვა ელემენტებით. კრისტალდება ჰექსაგონურ სინგონიაში. აქვს ნემსისებრი, სვეტისებრი და ფირფიტისებრი კრისტალები. ზოგიერთი კრისტალი 1 მ აღწევს და 160 კგ-ზე მეტს იწონის. გავრცელებულია მარცვლოვანი, მკვრივი და მიწისებრი აგრეგატები. დანალექ ქანებში გვხვდება აპატიტის დანაგროვები, რომელთაც ფოსფორიტები ეწოდებათ. ფერად ხშირად მომწვანო ცისფერი, მწვანე, იისფერი, მურა, ზოგჯერ უფეროა. ელვარება მინისებრი აქვს, ჩამონატეხს — ცხიმოვანი, სიმაგრე მინერალოგიური სკალით – 5. სიმკვრივე — 3200 კგ/მ³. იხსნება მჟავებში. წარმოშობა — მაგმური (დაკავშირებულია ტუტე ქანებთან) და პნევმპატოლითურ-ჰიდროთერმული. აპატიტის მსოფლიოში უდიდესი საბადოა ხიბინის მთებში, კოლის ნახევარკუნძულზე. აპატიტს იყენებენ ფოსფორიანი სასუქების (სუპერფოსფატის) დასამზადებლად, ფოსფორისა და ფოსფორმჟავას მისაღებად.