ანჯელო ფილინელი
იერსახე
ანჯელო ფილინელი — იტალიელი მონაზონი, კაპუცინების ორდენის წევრი. მისიონერულ მოღვაწეობას ეწოდა თბილისში. 1687 წლის მაისში გიორგი XI-მ და არქიეპისკოპოსმა ექვთიმე რატიშვილმა სიგელებით წარგზავნეს პაპ ინოკენტი XI-თან. მეფე და არქიეპისკოპოსი პაპს მფარველობას სთხოვდნენ და ერთგულებას ეფიცებოდნენ. ანჯელო ფილინელმა პროპაგანდის კონგრეგაციის სკოლაში მისაბარებლად თან გაიყოლა 19 წლის თბილისელი კათოლიკე სოლომონ თუმანიშვილი. 1688 წლის მაისში პაპმა და პროპაგანდის კონგრეგაციამ ანჯელო ფილინელი საპასუხო სიგელით გამოისტუმრეს საქართველოში. პაპმა მას საჩუქრები გამოატანა მეფესთან (ღვთისმშობლის ხარების ხატი) და არქიეპისკოპოსთან (ბარძიმი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 174.