შინაარსზე გადასვლა

ანტაბლემენტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანტაბლემენტი (ფრანგ. entablement წინდ. en, table - მაგიდა, ფიცარი) — კლასიკური არქიტექტურული ორდერის სვეტებზე დაყრდნობილი ჰორიზონტალური ნაწილი. შედგება (ქვევიდან ზევით) მზიდავი ნაწილის - არქიტრავის, მასზე დაყრდნობილი ფრიზისა და დამაგვირგვინებელი ნაწილის - კარნიზისაგან. სხვადასხვა არქიტექტურულ ორდერში ანტაბლემენტის პროპორციები და პლასტიკურრი დამუშავება სხვადასხვანაირია. ანტაბლემენტი წარმოიშვა ხის კოჭოვანი გადახურვის საფუძველზე და შენარჩუნებული აქვს მისი სტრუქტურა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანტაბლემენტი“-დან