შინაარსზე გადასვლა

ანდუყაფარ ამილახვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ამილახვარი.

ანდუყაფარ გივის ძე ამილახვარი (გ. 1626) — ქართლის მსხვილი ფეოდალი, ირანული ორიენტაციის ფეოდალთა ლიდერი, თავადური რეაქციის ტიპობრივი წარმომადგენელი XVII საუკუნის I მეოთხედის ქართლში.

ირანის წინააღმდეგ გიორგი სააკაძის მეთაურობით მოწყობილი აჯანყების დროს (1625) ქართველებმა შეიპყრეს და არშის ციხეში დაამწყვდიეს. მარაბდის ბრძოლაში გამარჯვებულმა ირანელებმა ამილახვარი გაათავისუფლეს და მამული დაუბრუნეს. ამილახვარი ზედიზედ აწყობდა ლაშქრობებს მეზობელი ფეოდალების წინააღმდეგ. ამოწყვიტა ღაზნელთა საგვარეულო, ააოხრა მცხეთა და გაძარცვა ეკლესია-მონასტრები. ამილახვარის დაღუპვის შემდეგ მოწინააღმდეგებმა ამოწყვიტეს მისი ოჯახი.

  • ბერძენიშვილი, ნ., ფეოდალური ურთიერთობებიდან XV საუკუნეში, მის წგნ.: საქართველოს ოსტორიის საკითხები, წგნ. 2, თბ., 1965;
  • გვრიტიშვილი, დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
  • ქიქოძე მ., ქართლის სათავადოების ისტორიიდან XV-XVIII სს. (საამილახორო), „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1963, ნაკვ. 35