ანაპა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ანაპა
რუს. Анапа
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
კოორდინატები 44°52′00″ ჩ. გ. 37°22′00″ ა. გ. / 44.86667° ჩ. გ. 37.36667° ა. გ. / 44.86667; 37.36667
მმართველი Q56310610?
დაარსდა 1781
ფართობი 40 კმ²
ცენტრის სიმაღლე 20 მეტრი
მოსახლეობა 81 447 (2019)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი 86133
საფოსტო ინდექსი 353440—353458
საავტომობილო კოდი 23, 91
ოფიციალური საიტი anapa-official.ru
ანაპა — რუსეთი
ანაპა

ანაპა (რუს. Анапа) — ქალაქი რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, კლიმატური და ტალახის კურორტი. გაშენებულია შავი ზღვის სანაპიროზე, რკინიგზის სადგური. ტონელნაიადან 33 კმ. 2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 66 776 ადამიანი. ქალაქის ტერიტორიაზე ჩამოედინება ტოტი ანაპკა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანაპის ტერიტორიაზე ძველად სინდების დასახლება იყო. სინდების ნაოსახლარზე ძვ. წ.VI-V საუკუნეებში ბერძენმა კოლონისტებმა დააარსეს ანტიკური ქალაქი. მას ბოსფორის სახელმწიფოსთან შეერთების შემდეგ ანაპას გორგიპია ეწოდა ქალაქის მმართველი სპარტოკიდების დინასტიის წარმომადგენლის გორგიპის პატივსაცემად. გორგიპია ბოსფორის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი იყო. მისი აყვავების ხანა მოდის II-III საუკუნეებზე. ა დროს აქ არსებობდა გემის მეპატრონეთა დიდი რელიგიური კავშირი. IV საუკუნეში მონათმფლობელური საზოგადოების კრიზისის გამო გორგიპია დაკნინდა.

1475 წელს დაიპყრეს ოსმალებმა, მათ აქ 1784 წელს მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე ააგეს. რუსეთ-ოსმალეთის ომების დროს რუსები ხშირად იღებდნენ ანაპის ციხეს, მაგრამ ბოლოს მაინც ოსმალებს უბრუნებდნენ. საბოლოოდ ანაპა 1829 წელს შეუერთდა რუსეთს ადრიანოპოლის ხელშეკრულების საფუძველზე. მეორე მსოფლიო ომის დროს ანაპა გერმანელ დამპყრობთაგან საბჭოთა არმიის სხვა ნაწილებთან ერთად გაათავისუფლა 414-ე წითელდროშოვანმა ქართულმა მსროლელმა დივიზიამ, რომელსაც შემდგომ ანაპის დივიზია ეწოდა.

კურორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამახასიათებელია ზომიერად ტენიანი თბილი ჰავა, რბილი ზამთარი და მზიანი ზაფხული. მზით მკურნალობა, ზღვაში ბანაობა ივნისიდან ოქტომბრამდე, მინერალური შლამის ტალახი, მინერალური წყაროები. წმინდა ქვიშის, განიერი და გრძელი პლაჟი. ჩვენებები: სასუნთქი გზების არატუბერკულოზური დაავადებანი, ნერვული სისტემის ფუნქციური დაავადებანი, გინეკოლოგიური დაავადებანი, სისხლნაკლებობა და სხვა. არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები. სეზონი მთელი წელი.

არის აეროპორტი და რკინიგზის სადგური, საზღვაო პორტი, ავტოვაგზალი, განვითარებული გზატკეცილების ქსელი. ანაპის მახლობლადაა 414-ე ქართული დივიზის დაღუპულ მებრძოლთა ძმათა სასაფლაო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]