ანაკოფიის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანაკოფიის ციხის ნანგრევები

ანაკოფიის ციხე — ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე ახალი ათონის ტერიტორიაზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. XIV-XV საუკუნეებში ზღვის პირას, მდინარე ფსირცხის შესართავთან გენუელებმა ციხე ააგეს და ფაქტორია დააარსეს. XVII საუკუნეში სამეგრელოს მთავარმა ლევან დადიანმა მას ზღუდე შემოავლო. XVIII საუკუნის დასაწყისში ციხე და ზღუდე ოსმალების ხელში იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]