ანა ბურგუნდიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანა ბურგუნდიელი
დაბადების თარიღი 30 სექტემბერი, 1404
გარდაცვალების თარიღი 13 ნოემბერი, 1432, (28 წლის)
ეროვნება ფრანგები
წოდება ბედფორდის ჰერცოგინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ჯონი, ბედფორდის ჰერცოგი
მშობლები მამა: ჟან I, ბურგუნდიის ჰერცოგი
დედა: მარგარეტ ბავარიელი

ანა ბურგუნდიელი (ფრანგ. Anne de Bourgogne, ინგლ. Anne of Burgundy; დ. 30 სექტემბერი, 1404 — გ. 13 ნოემბერი, 1432) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ბურგუნდიის ჰერცოგ ჟან I-ისა და მარგარეტ ბავარიელის ქალიშვილი. ბედფორდის ჰერცოგინია როგორც ჯონ პლანტაგენეტის პირველი მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა დაიბადა 1404 წლის 30 სექტემბერს დიჟონში, ბურგუნდიაში. იგი იყო ბურგუნდიის ჰერცოგ ჟან I-ისა და მარგარეტ ბავარიელის ასული. ანას მამა, 1419 წელს მოკლეს ფრანგების დაკვეთით, რის შემდეგაც ტახტზე ასული ანას ძმა სამუდამოდ გადაემტერა მათ.

1423 წელს ბურგუნდიასა და ინგლისს შორის დადებული ამიენის ხელშეკრულების თანახმად, 1423 წლის ივნისში ანა ცოლად გაჰყვა ინგლისის მეფე ჰენრი IV-ის ვაჟს, ბედფორდის ჰერცოგ ჯონ პლანტაგენეტს. ამ ქორწინების მიხედვით, ანას ძმამ, ბურგუნდიის ჰერცოგმა ფილიპ III-მ საფრანგეთის წინააღმდეგ ალიანსი შეკრა ინგლისთან. ეს ალიანსი იმ მხრივაც იყო მნიშვნელოვანი, რომ 1422 წლიდან მოყოლებული ჯონი თავისი ძმის შვილის, მეფე ჰენრი VI-ის რეგენტი და მაშასადამე ინგლისის მმართველი იყო.

ჯონსა და ანას ძალიან ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს კავშირი უნაყოფო იყო. 1432 წელს ანა მშობლიურ საფრანგეთს ეწვია, სადაც იგი სრულიად მოულოდნელად, 13 ნოემბერს დაიღუპა პარიზში, 28 წლის ასაკში.

მის შემდეგ ჯონმა ცოლად ჟაკეტა ლუქსემბურგელი შეირთო თუმცა ისე დაუღუპა, რომ შვილები არც მასთან არ ჰყოლია. ამის შემდეგ ჟაკეტა მეორედ გათხოვდა, სწორედ იგი გახდა დედა შემდგომში ინგლისის დედოფალ ელიზაბეთ ვუდვილისა და ბებია ასევე ინგლისის დედოფალ ელისაბედ იორკელისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Chipps Smith, Jeffrey (1984). "The Tomb of Anne of Burgundy, Duchess of Bedford, in the Musée du Louvre". Gesta. 23 (01): 39–50. JSTOR 766962.
  • Griffiths, R.A. (2005). The Reign of King Henry VI. The History Press. ISBN 0-7509-3777-7.
  • Neillands, Robin (2001). The Hundred Years War. Routledge. ISBN 0-415-26131-7.
  • Weir, Alison (1996). The Wars of the Roses: Lancaster and York. London: Ballantine Books. ISBN 0-345-40433-5.