ჯონ პლანტაგენეტ ბედფორდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯონ პლანტაგენეტ ბედფორდი (მარცხნივ) ბრიტანეთის ბიბლიოთეკა

ჯონ პლანტაგენეტ ბედფორდი (ინგლ. John of Lancaster, 1st Duke of Bedford; დ. 20 ივნისი, 1389 — გ. 11 სექტემბერი, 1435, რუანი) — ჰერცოგი, ინგლისის სახელმწიფო მოღვაწე. ინგლისის მეფე ჰენრი V-ის ძმა. განაგებდა ინგლისს ჰენრი V-ის საფრანგეთში ყოფნისას. 1416 წელს სარდლობდა ფლოტს, რომელმაც დაამარცხა საფრანგეთის ფლოტი სენის შესართავთან. ჰენრი V-ის სიკვდილის შემდეგ ბედფორდმა საფრანგეთის და ინგლისის მეფედ გამოაცხადა მცირეწლოვანი ჰენრი VI, თვითონ კი საფრანგეთის რეგენტი გახდა. 1423 წელს შეუკავშირდა ბურგონის ჰერცოგს. 1424 წელს დაამარცხა ფრანგები ვერნეისთან ბრძოლაში. 1428 წელს ალყა შემოარტყა ორლეანს, მაგრამ ჟანა დ'არკთან ბრძოლაში დამარცხდა. მისი მმართველობისას შედგა ჟანა დ'არკის სასამართლო პროცესი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]