შინაარსზე გადასვლა

ამიტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ამიტა (დ. ძვ. წ. 630 – გ. ძვ. წ. 565) — მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის ცოლი. ამბობენ, რომ ის თავს უბედურად გრძნობდა, რადგანაც უდაბნოში გათხოვილს საკუთარი ამწვანებული სამშობლო ენატრებოდა. ამიტომ ნაბუქოდონოსორმა დაკიდებული ბაღების გაშენება გადაწყვიტა. ბაღებს ამიტასათვის მშობლიური მიდიის (დღევანდელი ირანი) ბუნება უნდა მოეგონებინა. ამ ხელოვნურ სამოთხეში სამეფო ოჯახს შეეძლო ესეირნა, დაესვენა და ესადილა.