ამისოსის მონეტა
იერსახე
ამისოსის მონეტა, ვერცხლისა და სპილენძის სხვადასხვა ტიპის მონეტები, რომლებსაც ჭრიდნენ ქ. ამისოსში (მცირე აზია, შავი ზღვის სანაპიროზე) ძვ. წ. V საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან ახ. წ. III საუკუნის შუა ხანებამდე. საქართველოში (ქობულეთი) აღმოჩენილია ძვ. წ. IV საუკუნეში ვერცხლის ამისოსის მონეტა, რომლის შუბლზე გამოსახულია ქალის (ჰერას ან ნიმფა ამისოს) პროფილი, ზურგზე - ფრთაგაშლილი ბუ და ბერძნული წარწერა "პეირა" (ქ. ამისოსის სახელწოდება ძვ. წ. V-IV საუკუნეები). უფრო ხშირად გვხვდება ძვ. წ. 105-90 მოჭრილი სპილენძის ამისოსის მონეტები (ვანი, სოხუმი, მცხეთა და სხვა). მონეტის შუბლზე გამოსახულია ეგიდა - მედუზა, ზურგზე კი - გამარჯვების ქალღმერთი ნიკე და ბერძნული წარწერა "ამისო".
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დუნდუა გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 399.