შინაარსზე გადასვლა

ამალარიხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამალარიხი

ამალარიხი (ლათ. Amalaricus; დ. 502 — გ. 531) — ვესტგუთების მეფე. ალარიხ II-ის შვილი. ქვეყანას მართავდა 511–531 წლებში მამის გარდაცვალების შემდეგ 5 წლის ამალარიხი გაიქცა ესპანეთში. 508 წელს ოსტგუთების ჯარისა და მათი მეფის, ბაბუამისის თეოდორიხ დიდის დახმარებით ამალარიხი დაბრუნდა სამეფოში. რის შემდეგაც ვესტგუთების სამეფო აღმოჩნდა ოსტგუთების მეფის მმართველობაში, თეოდორიხ დიდი გახდა ვესტგუთების სამეფოს ფაქტობრივი და იურიდიული მმართველი. იგი როგორც რეგენტი მართავდა სამეფოს 511-526 წლებში, ხოლო მისი შვილიშვილი ამალარიხი — 526-531.

თეოდორიხის გარდაცვალების შემდეგ (526 წ.) ოსტგუთმა გამოაცხადეს ქვეყნის გაყოფა ამალარიხსა და ათალარიხს (თეოდორიხის შვილის ამალასუნთას შვილი) შორის. რის შედეგადაც მდინარე რონის აღმოსავლეთით მდებარე მიწები ოსტგუთებს დარჩათ, ხოლო ვესტგუთების მეფე კვლავ ამალარიხი გახდა.

ამალარიხის გარდაცვალების შესახებ სხვადასხვა მოსაზრებებია ისტორიულ წყაროებში, მაგრამ ყველა ისტროიკოსი ერთ რამეში თანხმდება, ამალარიხი მოკლეს 531 წელს.

წინამორბედი:
გეზალეხი
ვესტგუთების მეფე

511 - 531
შემდეგი:
თეუდისი