შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე ნეველის ლავრის სამების ტაძარი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ნეველის ლავრის სამების ტაძარი
ალექსანდრე ნეველის ლავრის სამების ტაძარი — რუსეთი
ალექსანდრე ნეველის ლავრის სამების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°55′16″ ჩ. გ. 30°23′19″ ა. გ. / 59.92111° ჩ. გ. 30.38861° ა. გ. / 59.92111; 30.38861
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810593101
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ივან სტაროვი
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XVIII საუკუნე

ალექსანდრე ნეველის ლავრის სამების ტაძარი (რუს. Троицкий собор Александро-Невской лавры) — მოქმედი მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრის ტერიტორიაზე. ეკლესია აგებულია 1776-1790 წლებში, კლასიციზმის სტილში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია სამების სახელზე. სამხრეთისა - ღვთისმშობლის კვართის სახელზე, ხოლო სამხრეთის კოშკში ალექსანდრე ნეველის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

სამების საკათედრო ტაძრის თავდაპირველ ადგილად, დომენიკო ტრეზინის პროექტის მიხედვით განისაზღვრა ნევის პროსპექტი[1].

ერთგუმბათიანი ტაძრის პროექტი შექმნა თეოდორ შვერტფეგერმა. მან წარმოადგინა გრანდიოზული ნაგებობის გეგმა[1]. 1719 წელს დაიწყო მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო 1722 წელს შედგა ტაძრის საზეიმო საფუძვლის ჩაყრა. 1731 წლისთვის ტაძარი ძირითადად დასრულდა.

ტაძრის შენობის მშენებლობის პერიოდში გაჩნდა ბზარები და სამუშაოები შეწყდა. 1744 წელს გადაწყდა ტაძრის დემონტაჟი. ტაძარი დაშალეს 1753-1755 წლებში ივან როსის მეთვალყურეობის ქვეშ.

ახალი ტაძრის მშენებლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1763 წელს მიიღეს გადაწყვეტლება შეემუშავებინათ ახალი ტაძრის პროექტი. კონკურსში მონაწილეობდნენ ისეთი არქიტექტორები, როგორებიც იყვნენ ჟან-ბატისტ ვალენ-დელამოტი, ალექსანდრე ვისტი, ალექსანვრე კოკორინოვი, იური ფელტენი, სემენ ვოლკოვი და ქრისტიან კნობელი. ეკატერინე II-ის აპრობაციის შემდეგ არცერთი პროექტი არ მიუღიათ.

თერთმეტი წლის შემდეგ, 1774 წლის 26 ნოემბერს პროექტის შემუშავება დაევალა არქიტექტორ ივან სტაროვს. პროექტი, რომელიც წარუდგინეს ეკატერინე II-ს, დაამტკიცეს 1776 წლის თებერვალში. ივან სტაროვი დაინიშნა მშენებლობის ხელმძღვანელად.

ტაძრის საზეიმო საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1778 წლის 10 სექტემბერს მთავარეპისკოპოს გავრილ პეტროვისა და იმპერატორ ეკატერინე II-ის მონაწილეობით.

1782 წელს სამხრეთით დაამონტაჟეს 13-ტონიანი ზარი, რომელიც ჩამოასხეს 1658 წელს ივერიის მონასტრისათვის. ტაძრის მშენებლობა საბოლოოდ დაასრულეს 1786 წელს.

1790 წლის 10 სექტემბერს, ალექსანდრე ნეველის ხსენების დღეს, მიტროპოლიტმა გავრილმა აკურთხა ტაძარი.

კურთხევის შემდეგ ტაძარი ეკუთვნის წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენს.

1790 წლის 20 ოქტომბერს სამხრეთი კოშკის ქვეშ აკურთხეს ეგვტერი ალექსანდრე ნეველის სახელზე (გააუქმეს 1838 წელს).

ორდენის კავალრებისათვის 1791 წელს ააშენეს დარბაზი. 1797 წელს ტაძრის შესასვლელის თავზე გამოსახეს ორდენის რელიეფური გამოსახულება.

1847 წელს ტაძარში დაამონტაჟეს გამათბობლები და მასში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა ზამთრობითაც.

1922 წელს საეკლესიო სიმდიდრის ვატაცების კამპანიის ფარგლებში ეკლესიიდან გაიტაცეს დიდი რაოდენობით ჭურჭელი და ფასეულობები.

1923-1926 წლებში ტაძარი ობნოვლენცებს ეკუთვნოდათ.

1933 წლის 16 აგვისტოს ლენინგრადის ოლქის საოლქო აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება ტაძრის დაპყრობის შესახებ და მისი ტექნიკური სახლისთვის გადაცემის შესახებ. უკანასკნელი ღვთისმსახურება აღავლინეს 7 დეკემბერს.

1940-იან წლებში შენობა გადაეცა სმოლენსკის რაიონის საერთო საცხოვრებლების სამსახურს და ქალაქის მუზეუმს, ხოლო მეორე ნაწილი - საწყობს. ეკლესია მორწმუნეებს დაუბრუნდათ 1956 წელს. 10 წლის შემდეგ მას ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. ტაძარს შეუნარჩუნდა თავდაპირველი კანკელი. 1957 წლის 12 სექტემბერს ტაძარი აკურთხა მიტროპოლიტმა ელეფთერ ვორონცოვმა. 1957-1960 და 1986-1988 წლებში ტაძარში მიმდინარეობდა სარესტავრაციო სამუშაოები.

1989 წლის 3 ივნისს ტაძარში საზეიმოდ დააბრუნეს ალექსანდრე ნეველის ცხედარი.

2017 წლის 13-დან 28 ივლისამდე ტაძარში დასვენებული იყო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სხეული, რომლის მუდმივი ადგილსამყოფელია ბარი[2].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Чеснокова А. Н. Парадный въезд в новую страницу // Невский проспект. — Л.: Лениздат, 1985. — С. 7-9. — 208 с. — (Туристу о Ленинграде).
  2. „Мощи Николая Чудотворца покидают Россию“. РИА Новости. 28.07.2017. ციტირების თარიღი: 2017-10-22. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)