შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრე იესეს ძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე.

ალექსანდრე იესეს ძე (ბაგრატიონი), ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე XVIII საუკუნის I ნახევარში. მეფე იესეს მესამე ვაჟი, დაიბადა ირანში. იწოდებოდა ისაკ-ბეგად. XVIII საუკუნის 40-იან წლებში იყო ქართლის ნაიბი. 1742 წელს, არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყების დროს, სცადა ამ საერისთავოში გაბატონება, მაგრამ თეიმურაზ II-მ განზრახვა ჩაუშალა. 1744 ალექსანდრე დაინიშნა ქართლის ჯანიშინად. თანამდებობიდან მალე გადააყენეს, რადგან მხარს უჭერდა აბდულა-ბეგის ბრძოლას ქართლის ტახტისათვის. 1750 წელს ალექსანდრე გაქრისტიანდა და საუფლიწულო მამულები მიიღო ქვემო ქართლში. 1759 წელს იძულებული გახდა რუსეთში გადასახლებულიყო; მსახურობდა ჯერ ასტრახანის გარნიზონში, შემდეგ (1761-იდან) - ყიზლარის ქართულ ესკადრონში და პოდპოლკოვნიკის წოდება დაიმსახურა. მისი შვილიშვილი იყო პეტრე ბაგრატიონი.

ალექსანდრეს ჰყავდა 8 შვილი (5 ვაჟი და 3 ქალიშვილი):

  • ლ. ტუხაშვილი, ქსე, ტ. 1, გვ. 294, თბ., 1975