აკონკაგუა (მდინარე)
აკონკაგუა — მდინარე ჩილეში. წარმოიქმნება ანდებში, ზღვის დონიდან 1,430 მ სიმაღლეზე ორი პატარა მდინარის - ხუნკალის და ბლანკოს შერწყმის შედეგად. ამის შემდეგ, მდინარე მიედინება დასავლეთით, საკმაოდ განიერ აკონკაგუას ხეობაში.
მდინარის სიგრძეა 142 კმ და მას საკმაოდ აქტიურად იყენებენ ჩილეს ერთ-ერთი ყველაზე მეტად დასახლებული პროვინციის, სან-ფელიპე-დე-აკონგაგუას პროვინციის მიწების მოსარწყავად, რასაც რეგიონის ეკონომიკისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ერთვის წყნარ ოკეანეს, ქალაქ ვალპარაისოდან 20 კმ-ით ჩრდილოეთით.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მდინარე აკონკაგუას რუკა დაარქივებული 2008-04-19 საიტზე Wayback Machine.