შინაარსზე გადასვლა

ათასწლეულის პარკი (ჩიკაგო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ათასწლეულის პარკი

ათასწლეულის პარკი (ინგლ. Millennium Park) — საზოგადოებრივი პარკი აშშ-ში, ჩიკაგოში, მიჩიგანის ტბის სანაპიროსთან. 2004 წელს დასრულებულ პარკს გრანტ პარკის ჩრდილოეთით 99 000 მ² უჭირავს, სადაც ადრე ილინოი ცენტრალის სარკინიგზო დეპოები და ავტოფარეხები იყო. პარკი შემოიფარგლება მიჩიგანის ავენიუთი, რანდოლფის ქუჩით, კოლუმბუს დრაივითა და ისტ მონრო დრაივით.

პარკის დაგეგმვა 1997 წელს დაიწყო. მშენებლობა 1998 წლის ოქტომბერში დაიწყეს, რომელიც 2004 წლის ივლისში დასრულდა. გახსნის ცერემონია 2004 წლის 16 ივლისს შედგა. გრანდიოზულ გახსნის ცერემონიას 300 000 ადამიანი დაესწრო. პარკის დიზაინმა და განაშენიანებამ მრავალი ჯილდო დაიმსახურა. მას შემდეგ ათასწლეულის პარკი ჩიკაგოს მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა. სანახაობათა შორისაა კლაუდ გეიტი, კრაუნის შადრევანი, ჯეი პრიცკერის პავილიონი, ლურის ბაღი და სხვა. პარკი საფეხმავლო ხიდებით დაკავშირებულია გრანტ პარკის სხვა ნაწილებთან.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]