აზერბაიჯანის ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აზერბაიჯანის ეროვნული პარალიმპიური კომიტეტი — პარალიმპიური კომიტეტი, რომელიც წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკას საერთაშორისო პარალიმპიურ მოძრაობაში. დაარსდა 1996 წლის თებერვალში. კომიტეტის პრეზიდენტი - ილგარ რაგიმოვი.

1996 წლის 9 თებერვალს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის ყრილობაზე აირჩიეს კომიტეტის პრეზიდენტი ილგარ რაგიმოვი და კომიტეტის მთავარი მდივანი აფიგ სულეიმანოვი.

პირველად პარალიმპიურ თამაშებზე აზერბაიჯანი 1996 წელს ატლანტაში ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

2017 წლის 3 მარტს ნატიკ გასიმოვი აირჩიეს კომიტეტის I ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე, პარალიმპიური ორგზის ჩემპიონი ილჰამ ზაქიევი კი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე, ხოლო შაიგ გამიდოვი აირჩიეს გენერალური მდივნის პოსტზე [1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის პარალიმპიური მოძრაობის დაარსების ისტორია ემთხვევა სოციალურ-პოლიტიკური სტაბილურობის პერიოდს აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბრუნების შემდეგ ქვეყნის ხელმძღვანელობაში.

1996 წლის 9 თებერვალი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის შექმნის თარიღად შეიტანეს ქვეყნის სპორტის ისტორიაში. იმავე დღეს გაიმართა ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის დამფუძნებელი ყრილობა, რომელზეც ილგარ რაჰიმოვი აირჩიეს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად, ხოლო აფიგ სულეიმანოვი აირჩიეს კომიტეტის გენერალურ მდივნად.

პირველად, აზერბაიჯანის ეროვნულმა პარალიმპიურმა კომიტეტმა 1996 წელს ატლანტაში X ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა, ორი სპორტის მხოლოდ ორი სპორტსმენით. ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი შეხვდა ჩვენს პარალიმპიელებს პარალიმპიური თამაშების წინ და წარმატებები უსურვა.

2008 წლის 28 აგვისტოს, დიდი ლიდერის ჰეიდარ ალიევის დავალებით, პარალიმპიური სპორტული კომპლექსის გახსნის ცერემონია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ დსთ-ში პირველად პარალიმპიელების ასეთი კომპლექსი აშენდა და ამოქმედდა ძალიან მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ღონისძიებას ესწრებოდნენ პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევა.

პარალიმპიელების სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესება ყოველთვის იძლევა ნაყოფს. ქვეყანაში გაფართოვდა პარალიმპიური მოძრაობა, განმტკიცდა მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სპორტის რაოდენობამ მოკლე დროში მიაღწია 13-ს.

გაფართოვდა საერთაშორისო ურთიერთობები, დამყარდა თანამშრომლობა რიგ საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებთან და ეროვნულ პარალიმპიურ კომიტეტებთან და განმტკიცდა ურთიერთობები საერთაშორისო პარალიმპიურ კომიტეტთან.

ხელი მოეწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ აზერბაიჯანში გაეროს ბავშვთა ფონდის ოფისთან და BP–ს აზერბაიჯან–საქართველო–თურქეთის რეგიონის კომპანიასთან.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ნეფტჩის სპორტისა და ჯანმრთელობის ცენტრმა და სხვა შესაბამისმა ორგანიზაციებმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქვეყანაში პარალიმპიური მოძრაობის გაფართოებასა და განვითარებაში.

ამჟამად პარალიმპიური კომიტეტი ასობით სპორტსმენს აერთიანებს. მიზანმიმართული მუშაობის შედეგად, ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა 1996 წლიდან მიაღწიეს სრულიად ახალ შედეგებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]