ავსტრალიური კეტლ დოგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავსტრალიური კეტლ დოგი
წარმოშობის ქვეყანა ავსტრალია
თვისებები
წონა 16-20 კგ.
სიმაღლე 43-51 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ავსტრალიური კეტლ დოგი (ინგლ. Australian Cattle Dog) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ავსტრალიაში XIX საუკუნეში.

ავსტრალიური კეტლ დოგი 60 წლიანი სელექციური მუშაობის შედეგია. საწყის ცხოველებს შორის არიან დინგო, მარმარილოსებრი გლუვბალნიანი მაღალმთიელი კოლი, დალმაციელი და, შესაძლოა, ბულტერიერი. დიდ ბრიტანეთში, დოკებში იყენებდნენ დღესდღეობით გადაშენებულ ცისფერ ჰილერებს, რომლებიც ნახირ ფეხებში კბენდნენ, რათა გემზე შეერეკათ. მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით ავსტრალიური კეტლ დოგი არაფრითაა დაკავშირებული ცისფერ ჰილერთან, ის ძალიან ჰგავს ამ ძველ საპორტო ძაღლს. ერთ-ერთი ავსტრალიელი პირველმოსახლე, ტომას სმიტ ჰოლი, XIX საუკუნეში ცდილობდა მიეღო ძაღლი, რომელიც ცისფერ ჰილერს დაემსგავსებოდა, მაგრამ საკმარისად გამძლე ინებოდა, რათა გაეძლო ნახირის მწყემსობის მძიმე შრომისთვის. მან გამოიყენა დინგოს თვისება - ნადავლს ფრთხილად მიეპაროს და მიიღო ჯიში, რომელიც ძალიან ჰგავს თანამედროვე მეცხვარე ძაღლებს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ძალიან ფრთხილმა ძაღლმა ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან კონტატში შესვლა პატარაობიდანვე უნდა დაიწყოს.

ავსტრალიურ კეტლ დოგს აქვს დაცქვეტილი ყურები, ღრმა, ფართო მკერდი. ის ადვილად ეგუება სიცხეს, კარგი მოდარაჯეა. ვერ ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას, ძნელად ურთიერთობს ბავშვებთან და ცხოველებთან. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ჟღალი, ცისფერი. მუქ-ყავისფერ თვალებს მეტყველი, ყურადღებიანი გამოხედვა ახასიათებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]