შინაარსზე გადასვლა

აბკაიკის საბადო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აბკაიკი (არაბ. بقيق‎) — ნავთობის გიგანტური საბადო საუდის არაბეთში, ქალაქ აბკაიკიდან 30 კმ-ით ჩრდილოეთით. შედის სპარსეთის ყურის ნავთობ-აირის აუზში. აღმოაჩინეს 1941 წელს, დამუშავება მიმდინარეობს 1947 წლიდან. ნავთობის საწყისი ამოსაღები მარაგი იყო 2,27 მლრდ. ტონა, გახსნილი აირისა — დაახლ. 150 მლრდ. მ³. დაკავშირებულია არაბეთის მოძრავი პალეოშელფის ანტიკლინურ სტრუქტურასთან. ნავთობიანობის ფართობი 550 კმ²-ზე მეტია. ზედაიურულ კირქვებში 1,7–2 კმ სიღრმეზე გამოვლენილია 3 პროდუქტიული ჰორიზონტი. ყველაზე დიდი ბუდობის სისქე 40 მეტრამდეა. ნავთობის სიმკვრივე 840 კგ/მ³, გოგირდის შემცველობა დაახლ. 2%. ნავთობი იგზავნება პორტ-ტერმინალ რას-ტანურაში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Москвин А. Г. Абкайк // Большая российская энциклопедия. т. 1. — М., 2005. — стр. 26.