აბელია (ლათ.Abelia) — მცენარეთა გვარი ცხრატყავასებრთა ოჯახისა. მისი 36-მდე სახეობა ფოთოლმცვივანი, ხოლო ზოგი მარადმწვანე ბუჩქია. უმრავლესობა გვხვდება აღმოსავლეთ აზიაში, ორი სახეობა — ცენტრალურ ამერიკაში. საქართველოს ბაღ-პარკებში ხარობს 5 სახეობა, უფრო ხშირად გვხვდება ჩინური აბელია (Abelia chinensis) და მრავალყვავილა აბელია (Abelia floribunda).
დეკორატიული მცენარეებია. აქვთ პრიალა ფოთოლი და სურნელოვანი ყვავილი. აბელია ყვავილობს ხანგრძლივად, ადვილად მრავლდება კალმებითა და თესლით.