შინაარსზე გადასვლა

ვიკისაწყობი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროექტის ლოგოტიპი

ვიკისაწყობი (ინგლ. Wikimedia Commons, WikiCommons) — საერთო ცენტრალიზებული საწყობი თავისუფლად გავრცელებადი სურათების, ხმოვანი ჩანაწერების, ვიდეოკლიპებისა და სხვა მულტიმედიური ფაილებისთვის, რომლებიც გამოყენებულია „ფონდი ვიკიმედიის“ პროექტების გვერდებზე. ეს ვიკიმედიის კიდევ ერთი დამატებითი პროექტია ვიკიპედიის მსგავსად, მაგრამ ეს საერთო რესურსია ვიკიმედიის ყველა დობილი პროექტისთვის ენისდა მიუხედავად.

ვიკისაწყობში ატვირთული ფაილები შეიძლება გამოყენებულ იქნას ისევე, როგორც ადგილობრივად ატვირთული ფაილები ვიკიმედიის სერვერზე, ყველა სხვა პროექტში ყველა ენაზე, მათ შორის ვიკიპედიაში, ვიკიწიგნებში, ვიკიწყაროში და ვიკისიახლეებში და ა. შ.; ისინი ასევე შეიძლება ჩამოტვირთულ იქნას საიტს გარეთაც, ვინაიდან საწყობის მთელი შემადგენლობა ან საზოგადოებრივ დომენშია ან გაშვებულია თავისუფალი ლიცეზიით, GNU თავისუფალი დოკუმენტაციის ლიცენზიის მსგავსად.

ვიკისაწყობზე ატვირთული ყველა ფაილი უნდა იყოს თავისუფალი გავრცელებისთვის ნებისმიერი იურისდიქციით. ამ ფაილებზე არ შეიძლება მათი გამოყენების შეზღუდვის პირობების მინიჭება. მაგალითად, ვიკისაწყობზე არ შეიძლება ისეთი ფაილების განთავსება, რომელთა გამოყენება კომერციული მიზნებისთვის აკრძალულია. ასევე არ დაიშვება ფაილები, რომლებიც ვრცელდება პირობებით {{fairuse}} (ამერიკული კანონმდებლობით დაშვებულია შეზღუდული გამოყენება საავტორო უფლებებით დაცული მასალის).

ფაილის ატვირთვის შემდეგ აუცილებელია: დაემატოს თარგები საავტორო უფლებების სტატუსის შესახებ. თუ ეს თარგი ლიცენზიაზე დამატებით ინფორმაციას საჭიროებს, მაშინ დაამატეთ მისი აღწერაც, მაგალითად, რა არის გამოსახული ფოტოსურათზე, სად და როდის იქნა გადაღებული და მისთ. ასევე დაამატეთ სურათის საწყისი წყარო, თუ იგი რომელიმე სხვა ვებგვერდიდან გადმოგაქვთ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]