Yello

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Yello
ბიოგრაფია
წარმოშობა შვეიცარია
ჟანრ(ებ)ი სინთპოპი
ელექტრონიკა
აქტიური 1979-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Mercury, Polydor, Elektra, Broadway, Ralph, Smash, Vertigo
წევრები
დიტერ მაიერი
ბორის ბლანკი
ყოფილი წევრები
კარლოს პერონი

Yello — შვეიცარიული სინთპოპ-ჯგუფი, რომელშიც შედიან დიტერ მაიერი და ბორის ბლანკი. ჯგუფის განთქმულია სინგლებით "The Race" და "Oh Yeah".

ისტორია[რედაქტირება]

ჯგუფი 1970-იანი წლების ბოლოს ჩამოაყალიბეს ბორის ბლანკმა (კლავიშები, სემპლირება, პერკუსია, ვოკალი) და კარლოს პერონმა. დიტერ მაიერი, რომელიც მილიონერი იყო, შეუერთდა ჯგუფს მაშინ, როდესაც მათ დასჭირდათ ვოკალისტი. ჯგუფისათვის არჩეული იქნა სახელი ’Yello’. მაიერისა და ბლანკის პირველი ჩანაწერი იყო 1979 წლის სინგლი "I.T. Splash", ამას კი 1980 წელს მოჰყვა სტუდიური დისკი Solid Pleasure, რომელშიც შეტანილი იქნა მომავალში წარმატებული სინგლი "Bostich".

1983 წელს Yello-მ მიიქცია ყურადღება ჰიტ-სინგლებით "I Love You" and "Lost Again". პერონმა დატოვა ჯგუფი და სოლო-კარიერა დაიწყო. 1983 წლის ალბომით You Gotta Say Yes to Another Excess Yello-მ დაიწყო თანამშრომლობა ერნსტ გამპერთან, რომელიც მისთვის ალბომების შესანიშნავ ყდებს ქმნიდა. ცნობილია მის მიერ ჯგუფისათვის შემუშავებული კუთხოვანი ლოგოტიპი.

მაიერი ასევე წარმატებული რეჟისორია, რომელმაც დაწერა სცენარი და გადაიღო ორი ფილმი - ’ახლა და ყველაფერი’ და ’გამნათებელი’, ისევე როგორც Yello-ს ვიდეოკლიპების უმრავლესობა. ამასთან, მაიერი არის ღვინის კერძო მწარმოებელიც.

2005 წელს Yello-მ წარმოადგინა ალბომების Solid Pleasure, Claro Que Si, You Gotta Say Yes to Another Excess, Stella, One Second და Flag განახლებული გამოცემები, დამატებითი იშვიათი კომპოზიციების თანხლებით, სერიაში ’Yello-ს რემასტერები’.

Electro Pop made in Switzerland (რეჟ. ანკა შმიდი), დოკუმენტური ფილმი ჯგუფის შესახებ, იქნა წარდგენილი ციურიხის კინოთეატრში ’რიფ რაფი’, 2005 წლის სექტემბერში.

Yello-მ ასევე შექმნა რამდენიმე მუსიკალური თემა სარეკლამო რგოლებისათვის. 2007 წლის მარტში და მაისში მათ მიერ დაიწერა მელოდიები ავტომანქანის ’აუდი ა5’ რეკლამებისათვის.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება]

წელი ალბომი ლეიბლი ბრიტანეთის ჩარტები აშშ ჩარტები სხვა ინფორმაცია
1980 Solid Pleasure Ralph Records (ახალი გამოცემა ლეიბლზე Mercury Records/Vertigo Records) - -
1981 Claro Que Si Ralph Records (ახალი გამოცემა ლეიბლზე Mercury Records/Vertigo Records) - -
1983 You Gotta Say Yes to Another Excess Stiff Records/Elektra Records (ახალი გამოცემა ლეიბლზე Mercury Records 65 184
1985 Stella Stiff Records/Elektra Records (ახალი გამოცემა ლეიბლზე Mercury Records) 92 -
1986 1980–1985 The New Mix in One Go Mercury - - რემიქსების ალბომი
1987 One Second Mercury 48 92 ბილი მაკკენზისა და შირლი ბეისისთან ერთად
1988 Flag Mercury 56 152
1991 Baby Mercury/PolyGram 37 -
1992 Essential Mercury - - კრებული
1994 Zebra Fourth & Broadway - -
1995 Hands on Yello Urban Records/Motor Music - - რემიქსების ალბომი
1997 Pocket Universe PolyGram - - სტინა ნორდენსტამი სიმღერაში "To The Sea"
1999 Eccentrix Remixes Mercury - - რემიქსების ალბომი
1999 Motion Picture Polygram - -
2003 The Eye Motor Music - -
2007 Progress and Perfection - - - აუდი ა5-ს პრომო დისკი
2009 Touch Yello - - -

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Yello&oldid=2477782“-დან