XXI ტიპის გერმანული წყალქვეშა ნავი
| |||
მოქმედების პერიოდი | 1943—1945 | ||
სიჩქარე (წყალზედა/წყალქვეშა) | 17,2 - 17,9 კვანძი. | ||
მაქსიმალური სიღრმე | 280 მ. | ||
ეკიპაჟი | 57-60 ადამიანი | ||
შეიარაღება | 23 -ტორპედო საზენიტო კომ. | ||
წყალწყვა (წყალზედა/წყალქვეშა) | 1624 ტ. - 1819ტ. | ||
სიგრძე | 76,7 მ. | ||
სიგანე | 8 მ. | ||
ძალოვანი აგრეგატი | 2× MAN M6V40/46KBB 4 000 ც.ძ. |
XXI ტიპის წყალქვეშა ნავი წარმოადგენდა ნაცისტური გერმანიის ფლოტის შეიარაღების ყველაზე თანამედროვე სახეობას. კრიგსმარინეს შეიარაღებაში შედიოდა 118 ერთეული. XXI ტიპი ყველა პარამეტრით წინ უსწრება მოკავშირეთა იმჟამად არსებულ ანალოგიურ ტექნიკას. XXI ტიპს სამჯერ მეტი სიმძლავრე გააჩნდა, ვიდრე VII ტიპს და მასზე გაცილებით ჩუმად დაცურავდა. შნორკელის მეშვეობით წყალქვეშა ნავს შეეძლო დიზელის ძრავების გამოყენებით წყალქვეშ ცურვა მაღალ სიჩქარეზე (სტატისტიკური მონაცემებით, წყალქვეშა ნავების 56% განადგურდა საჰაერო ძალების მიერ წყალზედა ცურვისას). ჰიდროდინამიკურად დახვეწილი კორპუსი უფრო მეტად აუმჯობესებდა მახასიათებლებს. XXI ტიპის წყალქვეშა ნავს შეეძლო უფრო სწაფი წყალქვეშა ცურვა, ვიდრე ზოგიერთ წყალზედა სამხედრო გემს. წყალქვეშა ნავს გააჩნდა 6 სატორპედო აპარატი და გადაქონდა 23 ტორპედო, ან 17 ტორპედო და 12 საზღვაო ნაღმი.
მიუხედავად დიდი ტექნოლოგიური უპირატესობისა, XXI ტიპის წყალქვეშა ნავი ძალზედ გვიან შევიდა შეიარაღებაში, ისევე როგორც რეაქტიული თვითმფრინავი ME-262 და მას გადამწყვეტი როლი არ უთამაშია მეორე მსოფლიო ომში. თანამედროვე ექსპერტთა ვარაუდით, XXI ტიპის წყალქვეშა ნავი მხოლოდ 2 წლით ადრე რომ შესულიყო შეიარაღებაში, გერმანია ბრძოლას ატლანტის ოკეანეში აღარ წააგებდა და დიდი ბრიტანეთის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდებოდა.
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, მოკავშირეებმა (მათ შორის საბჭოთა კავშირმა) გამოიყენეს XXI ტიპის დიზაინი საკუთარი მოდელების გასაუმჯობესებლად.
ღია მუზეუმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XXI ტიპის უკანასკნელი ექსპონატი (U-2540) შემონახულია გერმანიის საზღვაო მუზეუმში ქ. ბრემერჰავენში და მისი დათვალიერება შეუძლია ყველა მსურველს. Google Earth-ის კოორდინატები: 53°32′28″ ჩ. გ. 8°34′40″ ა. გ. / 53.54111° ჩ. გ. 8.57778° ა. გ.