Wonderwall (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Wonderwall“
სინგლიOasis
ალბომიდან (What's the Story) Morning Glory?
B-მხარე "Round Are Way"
"The Swamp Song"
"The Masterplan"
გამოსვლის თარიღი 30 ოქტომბერი 1995
ჩაიწერა მაისი 1995, უელსი
ჟანრი ბრიტპოპი[1]
ხანგრძლივობა 4:18 (ალბომის ვერსია)
3:45 (რადიოს ვერსია)
ხმისჩამწერი ლეიბლი Creation
ავტორ(ებ)ი ნოელ გალაგერი
პროდიუსერი ოუენ მორისი, ნოელ გალაგერი
Oasis — სინგლების ქრონოლოგია
„Morning Glory“
(1995)
Wonderwall
(1995)
„Don't Look Back in Anger“
(1996)

Wonderwall“ — ინგლისური როკ-ჯგუფ Oasis-ის სიმღერა, რომლის ავტორია ნოელ გალაგერი. მისი პროდიუსერები არიან ოუენ მორისი და ნოელ გალაგერი. სიმღერა შეტანილია ჯგუფის მეორე სტუდიურ ალბომში (What's the Story) Morning Glory?. გალაგერის თანახმად, "Wonderwall"-ში აღწერილია „გამოგონილი მეგობარი, რომელიც მოდის და გადაგარჩენს საკუთარი თავისგან“.[2]

სიმღერა ალბომის მესამე სინგლის სახით გამოვიდა 1995 წლის ოქტომბერში. იგი 13 სხვადასხვა საუკეთესო ათეულის პირველ პოზიციებზე, მათ შორის ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში და აშშ-ში. ბრიტანეთის სინგლების ჩარტში მან #2 პოზიცია დაიკავა. BPI-მ სინგლს პლატინის სტატუსი მიანიჭა, ხოლო RIAA-სგან მას ოქროს ერგო.

ფილმის სახელწოდება მომდინარეობს 1968 წლის ფილმ საოცარი კედლისგან, რომლის საუნდტრეკი ჯორჯ ჰარისონის მიერ იქნა დაწერილი.[3] "Wonderwall" კვლავ არის ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა. 2013 წლის 9 ივნისს ავსტრალიურმა ალტერნატიული მუსიკის სადგურმა Triple J იგი დაასახელა პირველ ადგილზე სიაში "20 Years of the Hottest 100".[4] სიმღერის სხვადასხვა ქავერ-ვერსია არსებობს, შესრულებული რაიან ადამსის, ბრედ მელდაუს და სხვების მიერ.[5]

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„Wonderwall“ მიეძღვნა ნოელ გალაგერის იმდროინდელ მეგობარ გოგონას, მეგ მეთიუზს.[6][7] თუმცა, მას შემდეგ, რაც ნოელი მას 2001 წელს გაშორდა[8], აცხადებდა, რომ იგი მეთიუზის შესახებ არ იყო: „სიმღერა იყო გამოგონილ მეგობარზე, რომელიც მოვა და საკუთარი თავისგან გადაგარჩენს.“ [2]

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა ჩაიწერა უელსში, სტუდიაში Rockfield Studios, ალბომზე Morning Glory ორკვირიანი მუშაობისას, 1995 წლის მაისში. პროდიუსერის სახით ნახევარი დღის განმავლობაში მასზე იმუშავა ოუენ მორისმა, ნოელ გალაგერთან ერთად. გამოყენებული იქნა ტექნიკა „brickwalling“, რითაც ჟღერადობა უფრო ინტენსიური გახდა.[1]

ლიამ გალაგერი სიმღერაში წამყვან ვოკალს ასრულებს. მან ეს არჩევანი გააკეთა, როდესაც ნოელმა შესთავაზა ორიდან ერთ-ერთი სიმღერის არჩევა. ამიტომ ნოელი წამყვან ვოკალს "Don't Look Back in Anger"-ში ასრულებს.[7]

"Wonderwall" სრულდება ფა-მინორში.[9]

ცოცხალი შესრულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოელის მიერ სიმღერა პირველად შესრულდა ბრიტანეთის ტელევიზიის ეთერში, გლასტონბერის ფესტივალზე და გადაიცა Channel 4-ზე, 1995 წლის 24 ივნისს. ჯგუფს იგი მანამდე არ დაუკრავს.

2002 წლის აგვისტოში ნოელმა სიმღერა შეასრულა დაახლოებით რაიან ადამსის არანჟირების სტილში. ამ სტილს იგი იცავდა სხვა გამოსვლებისას, მაგრამ Oasis-ის 2008-2009 წლის ტურნეს წინ ორიგინალური არანჟირება დააბრუნეს.

მუსიკალური ვიდეო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის მუსიკალური ვიდეოს რეჟისორია ნაიჯელ დიკი. ამ პერიოდში ბასისტი პოლ მაკ-გიგენი ჯგუფიდან წავიდა ნერვული სტრესის გამო და ვიდეოში მონაწილეობს სკოტ მაკ-ლეოდი.[10]

ალტერნატიული, სავარაუდოდ, ბუტლეგური ვერსია, ვრცელდება ინტერნეტში. მასში ჯგუფის ხუთივე წევრი სიმღერის შესრულებას განასახიერებს.

1996 წლის Brit Awards-ზე ნამუშევარმა მიიღო წლის საუკეთესო ბრიტანული ვიდეოს ჯილდო. Oasis-ის ოფიციალურ YouTube არხზე მისმა ნახვებმა 140 მილიონს გადააჭარბეს.[11]

გარეკანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგლის გარეკანი შთაგონებული იქნა ბელგიელი სიურეალისტ რენე მაგრიტის შემოქმედებით. ფოტოსურათი გადაღებულია პრიმროუზ-ჰილზე, ჩრდილოეთ ლონდონში. ჩარჩო უკავია გარეკანის სამხატვრო ხელმძღვანელ ბრაიან კენონს. ორიგინალური ჩანაფიქრით, ლიამი ჩარჩო უნდა მდგარიყო, მაგრამ ნოელმა გავლენა იქონია მის შეცვლაზე უკვე გადაღებების დროს.[12] ამის სანაცვლოდ, გადაწყდა, რომ გარეკანზე გამოსახული იქნებოდა ქალის ფიგურა. ლეიბლის Creation Records თანამშრომელ ანიტა ჰერიეტს სთხოვეს, მონაწილეობა მიეღო ამ გადაღებებში.[13]

სიმღერების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სიმღერის ავტორი — ნოელ გალაგერი, გარდა მითითებულისა.

ბრიტანული სინგლი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Wonderwall“4:18
2.„Round Are Way“5:42
3.„The Swamp Song“4:19
4.„The Masterplan“5:23
საერთო ხანგრძლივობა:19:52
აშშ სინგლი
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Wonderwall“4:14
2.„Round Are Way“5:41
3.„Talk Tonight“4:11
4.„Rockin' Chair“4:33
5.„I Am the Walrus (ცოცხალი, Glasgow Cathouse, ივნისი 1994)“ (ლენონი/მაკ-კარტნი)8:14
საერთო ხანგრძლივობა:26:53

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bennett, Andy (2010). Britpop and the English Music Tradition. Ashgate Publishing, Ltd, გვ. 148. ISBN 0-7546-6805-3. 
  2. 2.0 2.1 „BBC Radio 2 interview, October 2002“. BBC News. 17 October 2002. ციტირების თარიღი: 8 August 2006.
  3. Ingham, Chris (2003). The rough guide to the Beatles. Rough Guides, გვ. 162. ISBN 1-84353-140-2. 
  4. http://www.abc.net.au/triplej/hottest100/alltime/20years/countdown/#1
  5. http://www.stereogum.com/9031/the_brad_mehldau_trio_add_to_the_wonderwall_cover/mp3/
  6. Harris, John (2004). Britpop!: Cool Britannia and the Spectacular Demise of English rock. კემბრიჯი, მასაჩუსეტსი: Da Capo Press, გვ. 226. ISBN 0-306-81367-X. [მკვდარი ბმული]
  7. 7.0 7.1 Krugman, Michael (1997). Oasis: supersonic supernova. Macmillan Publishers, გვ. 99–102. ISBN 0-312-15376-7. 
  8. „Noel and Meg finally divorce“. BBC News. London: BBC. 19 იანვარი 2001. ციტირების თარიღი: 18 July 2011.
  9. Digital Sheet Music, Oasis "Wonderwall". musicforte.com. Peer International Music Publishing (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მარტი 2014. ციტირების თარიღი: 26 July 2011.
  10. Robinson, John (19 June 2004). „Not Here Now“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 25 January 2006.
  11. http://m.youtube.com/watch?v=6hzrDeceEKc
  12. Q Special Edition – Oasis: Ten Years Of Rock 'n' Roll Mayhem (EMAP Metro)
  13. Oasis – Fun Facts, Answers, Factoids, Info, Information. Funtrivia.com. ციტირების თარიღი: 2010-05-31.