Vauxhall
![]() | |
ტიპი | შ.პ.ს |
---|---|
დაფუძნდა |
1897 წელს Vauxhall Iron Works Company Limited-ი სახელწოდებით[1] 1907 წლიდან გაერთიანდა Vauxhall Motors Limited-ში[2] |
დამაარსებელი | ალექსანდრ უილსონი |
მდებარეობა |
![]() |
მფლობელი | Groupe PSA |
წამყვანი |
დანკან ოლდრიდი (თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი) |
დარგი | საავტომობილო ინდუსტრია |
პროდუქცია | ავტომობილები |
ბრუნვა | £3,785 მილიონი (2004)[3] |
საწარმოო შემოსავალი | £131 მილიონი (2004)[3] |
სუფთა მოგება | £-176 მილიონი (2004)[3] |
თანამშრომელი | 4,029 (2011) |
საიტი | www.vauxhall.co.uk |
Vauxhall Motors (IPA: [ˈvɒksɔːl], ვოქსჰოლ) — Groupe PSA-ის შვილობილი საავტომობილო ფირმა გაერთიანებულ სამეფოში.
დასახელების წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფირმის დასახელება უკავშირდება მდინარე ტემზას სანაპიროს რაიონის სახელწოდებიდან, სადაც ნორმანმა ვაჭარმა ფულკ ლე ბრანტმა, XIII საუკუნის დასაწყისში სახლი შეიძინა. თავდაპირველად ამ ადგილს სწორედ „ფულკის სახლი” (Fulk’s Hall) ეწოდა, მცირე ხნის შემდეგ კი — ვოკსჰოლი.
კომპანიის დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1857 წელს ამ რაიონში ალექსანდრ უილსონმა ორთქლის ძრავებისა და ბუქსირების საწარმოო დააარსა. კომპანიის ემბლემად გრიფონი და ლე ბრანტის გერბი იქნა არჩეული. გრიფონი, Vauxhall-ის სიმბოლო — არსება არწივის თავითა და ფრთებით და ლომის ტორსით, მითური მხეცი, ნიშნავდა ძალასა და სიფხიზლეს. 46 წლის შემდეგ, 1903 წელს კომპანიას „ვოკსჰოლ აირონ უორკზ კომპანი” („Vauxhall Iron Works Company”), გამოუშვა თავის პირველი ავტომობილი. ორი წლის შემდეგ ფირმა ლუტონში გადავიდა.
კომპანია დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
XX საუკუნის შუა წელში Vauxhall თავისი საქმიანობა გერმანულ საავტომობილო ფირმა — Opel-ს დაუკავშირა. დღეს, ავტომობილთა უმრავლესობა, რომელსაც უშვებს კონცერნი „Opel AG” და იყიდება დიდ ბრიტანეთში, ატარებს Vauxhall-ის სახელს. ასევე ამ მარკით იყიდება ავსტრალუ=იურის ფირმა Holden-ის (Commodore и Ute) ავტომობილები.