Vario LF3
Vario LF3 — ჩეხური, ნახევრადდაბალიატაკიანი, სამსექციური ტრამვაის ვაგონის ტიპი. შეიქმნა ფირმების: Pragoimex, Krnovske opravny a strojirny და VKV Praha–ს ერთობლივი ძალებით, ოსტრავის სატრანსპორტო გაერთიანებასთან თანამშრომლობით.
ტრამვაის მოძრავ შემადგენლობებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ამის გამო გაზრდილია მოთხოვნა დიდი ტევადობის ვაგონებზე, მაგ. როგორიცაა Tatra KT8D5, რომელთა მოდერნიზაცია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა მზარდი მოთხოვნილების მხოლოდ Tatra KT8D5–ებით დაკმაყოფილება შეუძლებელია. ზოგიერთი ქალაქის სატრანსპორტო გაერთიანებამ ამ პრობლემის გადაჭრა ძველი ვაგონების რეკონსტრუქციით და მათი დიდი ტევადობის, სამსექციურ ვაგონებად გადაკეთებით გადაწყვიტა (მაგ.: ბრნო Tatra K3R.N, პლზენი Tatra K3R.NT). ოსტრავამ სხვა გზას მიმართა და ახალი ვაგონების, Vario LF3–ების შეძენა გადაწყვიტა.
კონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Vario LF3 წარმოადგენს ცალმხრივი მართვის, რვაღერძიან, მოტორებიან, სამსექციურ ვაგონს, რომლის ნაკვეთურები (სექციები) შეკავშირებულია სახსრებით, ხოლო სახსრები შემოსილია მოქნილი, გოფრირებული ტყავის ბურვილით. ვაგონს მარჯვენა გვერდზე აქვს ხუთი ორფრთიანი კარი. ყოველ ნაკვეთურში არის დაბალიატაკიანი ნაწილი. იატაკის ფართის 50% დაბალია (ლიანდაგის ზედაპირიდან 350 მმ). იატაკი მაღალია (860 მმ) პირველი ნაკვეთურის წინა მესამედში, ბოლო ნაკვეთურის უკანა მესამედსა და სახსრებში, შასის ზემოდან.
Vario LF3 აღჭურვილია ფირმა Cegelec–ის წარმოების ასინქრონული ელექტროაღჭურვილობით TV Europulse (განთავსებულია სახურავზე), რესორებიანი მბრუნავი შასებით „კომფორტი“ და ნახევარპანტოგრაფით. ვაგონის დიზაინი ინგლისელ არქიტექტორ, ფრანტიშეკ პელიკანს ეკუთვნის. ელექტროაღჭურვილობის მართვა ხორციელდება კაბინის მიკროპროცესორული სისტემის, CECOMM–ის მეშვეობით.
2008 წელს აიგო ორმხრივი მართვის მქონე ვაგონი, Vario LF3/2.
ტექნიკური მონაცემები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სიგრძე (ბუფერებამდე): 30, 1 მ
- სიგანე: 2, 48 მ
- სიმაღლე: 3, 185 მ
- ვაგონის წონა (მგზავრების გარეშე): 38ტ
- ადგილების საერთო რაოდენობა: 229
- დასაჯდომი ადგილები: 61
- დასადგომი ადგილები: 168
- მოტორების სიმძლავრე: 8 x 90 kW
- მაქსიმალური რეკომენდებული სიჩქარე: 65კმ/სთ
გაყიდვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წლიდან აგებულია 2 ვაგონი
ქალაქი | ბმული | ვაგონის ტიპი | მიღების წლები | ვაგონების რაოდენობა | სარეგისტრაციო ნომრები | შენიშვნა |
---|---|---|---|---|---|---|
ოსტრავა | ოსტრავას ტრამვაი | Vario LF3 | 2006–დან | 2 ვაგონი[1] | 1401, 1602 | ვაგონ 1401–ს 2007 წელს შეეცვალა ნომერი. მისი ახლანდელი ნომერია 1601 |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Přehled tramvají v Ostravě - srpen 2008. ციტირების თარიღი: 2008-08-30.[მკვდარი ბმული]