მოხეტიალე აბრეშუმხვევიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Thaumetopoeinae)
მოხეტიალე აბრეშუმხვევიები

Thaumetopoea pityocampa
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ქოჩორასებრნი
ქვეოჯახი:  მოხეტიალე აბრეშუმხვევიები
ლათინური სახელი
Thaumetopoeinae (Aurivillius, 1889)

მოხეტიალე აბრეშუმხვევიები (ლათ. Thaumetopoeinae) — ღამის პეპლები, რომლებიც ჩვეულებრივ განიხილებიან ქოჩორების ოჯახის ქვეოჯახად. წინა ფრთების შლილი 25–60 მმ-ია, ფერად რუხი ან მოყვითალო-რუხი, მუქი ლაქებით, დაწყობილია სახურავისებურად; უკანები უფრო ღიაა, ხშირად თეთრი. ტანი სქელია, დაფარულია თმით. ულვაშები ორმაგსავარცხლისებურია. ხორთუმი არ აქვთ. ცნობილია 80-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებული არიან ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთში.[1] საქართველოში ერთი სახეობაა — ფიჭვის მოხეტიალე აბრეშუმხვევია (Thaumetopoea pinivora),[2] რომელიც აზიანებს წიწვებს, იშვიათად ფოთლებს. დედალი ცხოვრობს სულ 2–3 დღე. მუხლუხები დღისით აბრეშუმის დიდ ბუდეებში იმალებიან (ზოგჯერ მათ ფუღუროებში აკეთებენ), ხოლო ღამით გადაადგილდებიან საკვები ადგილისაკენ, ჯაჭვად ან კოლონებად, რომელიც შეიძლება შედგებოდეს ასობით წევრისაგან და სიგრძეში რამდენიმე მეტრს აღწევდეს (აქედან სახელწოდება). თუკი ლიდერი კოლონის ბოლოზე (კუდზე) მოახდენს ორიენტაციას, მოხეტიალე აბრეშუმხვევიები დიდი ხნის განმავლობაში წრეზე ივლიან. ჩვეულებრივ თმებთან ერთად, მუხლუხებს აქვთ წვრილი (0,1–0,2 მმ) „გესლიანი“ ჯაგარი, რომელიც ადვილად ტყდება და ადამიანის ან ცხოველის კანზე, თვალში, პირში და სასუნთქ გზებში მოხვედრისას იწვევს გაღიზიანებას. დაჭუპრება ხორციელდება აბრეშუმის მკვრივ ოვალურ პარკებში. ზოგიერთ სახეობას თავზე აქვს სპეციალური შეგუებულობის უნარი მის დასამალად. იზამთრებენ კვერცხის და ჭუპრის სახით. კვერცხების ნაყარი შექუჩებულია.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Свиридов А. В. ПОХОДНЫЕ ШЕЛКОПРЯДЫ // Большая российская энциклопедия. т. 27. — М., 2015. — стр. 304.
  2. Tarkhnishvili, D.; Chaladze, G. (Eds). Thaumetopoea pinivora. Georgian biodiversity database (2018-10-12). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-28. ციტირების თარიღი: 28 ივნისი, 2021