ქოჩორასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქოჩორასებრნი

Furcula furcula
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ქოჩორასებრნი
ლათინური სახელი
Notodontidae (Stephens, 1829)

ქოჩორასებრნი (ლათ. Notodontidae) — ღამის პეპლების ოჯახი. ფრთის შლილი 40–60 სმ-ია (ზოგჯერ უფრო მეტიც), დაწყობილია სახურავისებურად; წინები წაგრძელებულია, მათი უკანა მხარე ხშირად კბილაკის ან ქოჩრის მსგავსი შვერილითაა (აქედან სახელწოდება); შეფერილობა რუხი ან მურაა, იშივათად კაშკაშა, შემნიღბველი. ცნობილია დაახლოებით 3000 სახეობა. გავრცელებული არიან ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში. კვერცხს დებენ ფოთლებზე. მუხლუხები ჩვეულებრივ შიშველია, ტანზე ხშირად განვითარებული აქვთ გამონაზარდები, რაც მათ უცნაურ ფორმას აძლევს; იკვებებიან ხეებისა და ბუჩქების ფოთლებით; მრავალი სახეობა მონოფაგია. ჭუპრდებიან პარკებში — ხის ქერქზე, ფოთლებს შორის ან ნიადაგში. იზამთრებენ ჭუპრის ფაზაში, იშვიათად კვერცხისაში. წელიწადში იძლევიან ერთ ან ორ თაობას. ზოგიერთი ქოჩორა ზიანს აყენებს ტყის ჯიშებს.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Хохлатки // Большая российская энциклопедия. т. 34. — М., 2017. — стр. 181.