Texas

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Texas
FIL 2011 - Texas concert at keroman 2.JPG
ბიოგრაფია
დაბ. ადგილი გლაზგო, შოტლანდია
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი, ბრიტპოპი, პოპ-როკი
აქტიური 1986–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Mercury, Vertigo, PIAS
ასოციაციები Kizzy Star
წევრები შარლინ სპიტერი
ალი მაკ-ერლენი
ჯონი მაკ-ელჰონი
ედი კემპბელი
ტონი მაკ-გოვერნი
მაიკლ ბენისტერი
როს მაკ-ფერლეინი
ყოფილი წევრები სტიუარტ კერი
რიჩარდ ჰაინდი
ნილ პეინი
საიტი texas.uk.com
Texas ვიკისაწყობში

Texasროკ/პოპ ჯგუფი გლაზგოდან (შოტლანდია). დაარსდა ჯონი მაკ-ელჰონის მიერ 1986 წელს. ჯგუფის წამყვანი ვოკალისტია შარლინ სპიტერი. სახელწოდება აღებულია ვიმ ვენდერსის ფილმის „პარიზი, ტეხასი“ შთაგონებით.

1989 წელს ალბომის Southside გამოცემას მოჰყვა სინგლი "I Don't Want a Lover", რომელიც საერთაშორისო ჰიტად იქცა და ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში ჩარტების უმაღლესი პოზიციები დაიკავა. უფრო ნაკლები წარმატება იქონიეს შემდგომმა ალბომებმა - Mothers Heaven (1991) და Ricks Road (1993). პოპულარობა ჯგუფს დაუბრუნდა 1997 წელს, ალბომის White on Blonde გამოცემით. ბრიტანეთში იგი ექვსი გზის პლატინის მფლობელი გახდა და გაიყიდა 1.8 მილიონზე მეტი ასლის ოდენობით. შემდეგი ალბომი, The Hush (1999) ასევე წარმატებული იყო და გამოსვლისთანავე ბრიტანეთის ალბომების ჩარტის სათავეში მოხვდა, მოგვიანებით კი სამმაგი პლატინა მიიღო. 2000 წელს გამოვიდა კომპილაციური Greatest Hits, რომელიც ექვსმაგი პლატინის სტატუსის მფლობელი გახდა. 2003 წელს გამოვიდა Careful What You Wish For, ხოლო 2005 წელს - Red Book, რომელსაც მოჰყვა ტურნე და ჯგუფის ხანგრძლივი შესვენება. 2008 წელს სპიტერიმ სოლო ალბომი Melody გამოუშვა.

2013 წლის მონაცემებით Texas-ს გაყიდული აქვს 35 მილიონი ჩანაწერი.[1]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Texas-ის დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Texas: '35 million records sold? Who - us?'. Gigwise (16 May 2013). წაკითხვის თარიღი: 23 April 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Texas&oldid=3534188“-დან