Tennis for Two

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Tennis for Two
დეველოპერ(ებ)ი უილიამ ჰიგინბოთამი
პლატფორმ(ებ)ი ანალოგური კომპიუტერი
გამოსვლის თარიღი
  • NA 18 ოქტომბერი, 1958
[1]
ჟანრ(ებ)ი სპორტული
რეჟიმ(ებ)ი მრავალმოთამაშიანი

„Tennis for Two“ (აგრეთვე ცნობილი როგორც „Computer Tennis“) — სპორტული ვიდეო თამაში, ერთ-ერთი ყველაზე ადრეული თამაში, რომელიც ახდენს ჩოგბურთის სიმულაციას. შექმნა ამერიკელმა ფიზიკოსმა უილიამ ჰიგინბოთამმა 1958 წელს, ბრუკჰეივენის ეროვნული ლაბორატორიის დამთვალიერებლებთა გასართობად.[2][3]

1958 წლის შემოდგომაზე ბრუკჰეივენის ლაბორატორიაში იმართებოდა საჯარო გამოფენა. ჰიგინბოთამმა იცოდა, რომ შეკრებილ სტუმრებს ფოტოგრაფიებითა და სხვადასხვა სტატიკური ექსპონატებით ვერ გააკვირვებდა. ამიტომაც მას გაუჩნდა იდეა შეექმნა ელექტრონული თამაში. ელექტრონული სქემები შეიმუშავა ჰიგინბოთამმა, ხოლო აპარატი ააწყო ლაბორანტმა რობერტ დვორჟაკმა.[1][4] ოსცილოსკოპის ეკრანზე ვერტიკალურად გამოსახული იყო ჩოგბურთის კორტი მოძრავი ბურთით, რომელიც იმართებოდა ორი ალუმინის კონტროლერით. ეკრანზე არ იყო ნაჩვენები არც მოთამაშე და არც ჩოგბურთის ჩოგანი.

„Tennis for Two“ იქცა მეტად პოპულარულ ექსპონატად, თუმცა ჰიგინბოთამმა, იმ დროში ვერ გაიაზრა თავისი ქმნილების ღირებულება და ამიტომაც არ დააპატენტა იგი. თამაშის პოპულარობის მიუხედავად, ორი წლის შემდეგ „Tennis for Two“ დაშალეს, ხოლო ოსცილოსკოპი და ანალოგური კომპიუტერი გამოყენებული იქნა სხვა ლაბორატორიული სამუშაოებისთვის.[3] მას შემდეგ იგი მიჩნეულია ერთ-ერთ ადრეულ ვიდეო თამაშად. 1997 წელს ბრუკჰეივენში შეიქმნა ადრინდელი მოწყობილობის ხელახალი ვერსია. ზოგიერთ წყაროზე დაყრდნობით, „Tennis for Two“ ითვლება პირველ ვიდეო თამაშად ისტორიაში.[3] მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში გამოსულ თამაშებთან შედარებით ის არ გამოირჩეოდა ინოვაციური ტექნოლოგიებით, იგი შეიქმნა არა კვლევითი მიზნებისთვის, არამედ მხოლოდ და მხოლოდ გართობის მიზნით.[5][6][7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Lambert, Bruce (2008-11-07). „Brookhaven Honors a Pioneer Video Game“. The New York Times. p. LI1. ციტირების თარიღი: 2009-03-23.
  2. Donovan, Tristan (2010-04-20). Replay: The History of Video Games. Yellow Ant, გვ. 1–9. ISBN 978-0-9565072-0-4. 
  3. 3.0 3.1 3.2 Smith, Alexander. (2014-01-28) Tennis Anyone?. They Create Worlds. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-25. ციტირების თარიღი: 2016-02-03.
  4. Lovece, Frank (June 1983). „The Honest-to-Goodness History of Home Video Games“. Video Review. Viare Publishing: 40. ISSN 0196-8793. ციტირების თარიღი: 2013-09-13.
  5. Smith, Alexander. (2014-01-22) The Priesthood At Play: Computer Games in the 1950s. They Create Worlds. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-22. ციტირების თარიღი: 2015-12-18.
  6. Wolf, Mark J. P. (2012-08-16). Encyclopedia of Video Games: The Culture, Technology, and Art of Gaming. Greenwood Publishing Group, გვ. XV–7. ISBN 978-0-313-37936-9. 
  7. Kowert, Rachel; Quandt, Thorsten (2015-08-27) The Video Game Debate: Unravelling the Physical, Social, and Psychological Effects of Video Games. Routledge, გვ. 3. ISBN 978-1-138-83163-6.