Take Me Home, Country Roads

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Take Me Home, Country Roads“
სინგლიჯონ დენვერი
ალბომიდან Poems, Prayers & Promises
B-მხარე „Poems, Prayers and Promises“
გამოსვლის თარიღი 12 აპრილი, 1971; 53 წლის წინ (1971-04-12)
ჩაიწერა იანვარი, 1971, ნიუ-იორკი
ჟანრი
ხანგრძლივობა 3:17
ხმისჩამწერი ლეიბლი RCA
ავტორ(ებ)ი
პროდიუსერი
ჯონ დენვერი — სინგლების ქრონოლოგია
„Friends With You“
(1971)
Take Me Home, Country Roads
(1971)
„Everyday“
(1972)
მუსიკალური ვიდეო
„Take Me Home, Country Roads“ (აუდიო) YouTube-ზე

Take Me Home, Country Roads“, აგრეთვე ცნობილი როგორც „Country Roads“ — ბილ დენოფის, ტეფი ნივერტისა და ჯონ დენვერის მიერ დაწერილი სიმღერა, რომელიც გამოიცა 1971 წლის 12 აპრილს. იმავე წლის აგვისტოში იგი Billboard Hot 100-ში მეორე პოზიციაზე ავიდა. 1971 წელს ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ მას ოქროს სტატუსი მიანიჭა, ხოლო 2017 წელს — პლატინა.[3] „Country Roads“ ჯონ დენვერის ერთ-ერთი ყველაზე პუპულარული სიმღერაა, რომელიც დღემდე იყიდება. 2020 წლის იანვრის მონაცემით, აშშ-ში 1.6 მილიონი ციფრული ასლია გაიყიდული.[4]

1998 წელს, ჯონი დენვერის 1971 წლის ჩანაწერი გრემის დიდების დარბაზში იქნა შეყვანილი.[5] სიმღერა იქცა დასავლეთ ვირჯინიის სიმბოლოდ. 2014 წელს იგი გახდა დასავლეთ ვირჯინიის მეოთხე ოფიციალური ჰიმნი.[6] 2023 წელს შეტანილი იქნა კონგრესის ბიბლიოთეკის ჩანაწერების ეროვნულ რეესტრში.[7]

2001 წელს ნიდერლანდურმა პოპ ჯგუფმა „Hermes House Band“-მა გამოუშვა სიმღერის ქავერ-ვერსია სახელად „Country Roads“. 2023 წლის 1 დეკემბერს ამერიკელმა მომღერალმა ლანა დელ რეიმ გამოსცა სიმღერის საფორტეპიანო ქავერ-ვერსია, ხოლო 2018 წელს კომპანია Bethesda Softworks-ის შეკვეთით, Copilot Music and Sound-მა და ვოკალურმა ჯგუფმა „Spank“ შექმნა სიმღერის ქავერ-ვერსია,[8] რომელიც ნაჩვენები იქნა ვიდეო თამაშის „Fallout 76“-ის E3 2018-ის ტრეილერში, რომლის სიუჟეტი სწორედ დასავლეთ ვირჯინიაში ვითარდება.[9]

ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩარტი (1971) უმაღლესი
პოზიცია
კანადის საუკეთესო სინგლები (RPM)[10] 3
კანადა - მოზრდილების თანამედროვე ჩარტი (RPM)[11] 5
Canada Country Tracks (RPM)[12] 17
აშშ - Billboard Hot 100[13] 2
აშშ - მოზრდილების თანამედროვე ჩარტი (Billboard)[14] 3
US Hot Country Singles (Billboard)[15] 50

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (2000) Country Music: The Rough Guide. Rough Guides, გვ. 425. ISBN 978-1-85828-534-4. 
  2. Breihan, Tom. (February 5, 2019) The Number Ones: The Bee Gees' "How Can You Mend A Broken Heart". ციტატა: „John Denver’s folksy, bucolic ramble “Take Me Home, Country Roads” also peaked at #2...“ ციტირების თარიღი: June 16, 2023.
  3. American single certifications – John Denver – Take Me Home, Country Road. ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია. საჭიროების შემთხვევაში, უნდა აირჩიოთ Advanced, შემდეგ Format, შემდეგ Single, და ბოლოს - SEARCH
  4. Bjorke, Matt. (January 25, 2020) Top 30 Digital Country Downloads: January 24, 2020. Rough Stock. ციტირების თარიღი: February 3, 2020.
  5. Grammy Hall Of Fame Award. Grammy.com. ციტირების თარიღი: 2 აპრილი, 2024.
  6. "Take Me Home Country Roads" en (2014-05-07). ციტირების თარიღი: 2023-06-28.
  7. 2023 | View Registry by Induction Years | Recording Registry | National Recording Preservation Board | Programs | Library of Congress. ციტირების თარიღი: 2023-06-28.
  8. Hines, Pete. IT'S FINALLY HERE. Download Country Roads cover now. It was recorded by our friends at CoPilot with a group out of New York called Spank. You've never heard of them, but maybe seen them performing on the streets of New York. en (July 4, 2018). ციტირების თარიღი: March 2, 2021.
  9. Kuchera, Ben. (June 11, 2018) Fallout 76 has everyone humming John Denver. Polygon. Vox Media, Inc.. ციტირების თარიღი: July 22, 2018.
  10. "Top RPM Singles: გამოცემა 7580." RPM. Library and Archives Canada. 4 სექტემბერი, 1971.
  11. "Top RPM Adult Contemporary: გამოცემა 5331." RPM. Library and Archives Canada. 14 აგვისტო, 1971.
  12. "Top RPM Country Tracks: გამოცემა 5339." RPM. Library and Archives Canada. 14 აგვისტო, 1971.
  13. "John Denver – Chart history" Billboard Hot 100 - John Denver. წაკითხვის თარიღი: 26 მარტი, 2015.
  14. "John Denver – Chart history" Billboard Adult Contemporary - John Denver. წაკითხვის თარიღი: 26 მარტი, 2015.
  15. „Hot Country Singles“. Billboard. Nielsen Business Media, Inc. 83 (36): 32. 4 სექტემბერი, 1971. ISSN 0006-2510. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)