T ლიმფოციტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
T ლიმფოციტი

T ლიმფოციტი, T უჯრედილიმფოციტარული სახეობის უჯრედი. T ლიმფოციტები ყალიბდებიან და ვითარდებიან თიმუსში სპეციფიკური ინდუქტორის (თიმოზინის) ზემოქმედებით. T ლიმფოციტები შეიცნობენ ანტიგენს და უზრუნველყოფენ სხვადასხვა იმუნურ რეაქციებს, ურთიერთქმედებენ B ლიმფოციტებთან, ჰუმორალური რეაქციების მეშვეობით.

T უჯრედები ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციებს, რის საფუძველზეც ისინი იყოფიან ორ სუბპოპულაციად: CD4+ ჰელპერებად და CD8+ ციტოტოქსიკურ უჯრედებად. იმუნური პასუხის რეგულაციის ამოცანას ასრულებენ ჰელპერები. სუპრესორები თრგუნავენ იმუნური რეაქციის განვითარებას. ეფექტორულ ფუნქციას ახორციელებენ ციტოტოქსიკური ლიმფოციტები: T-კილერები.

სახელწოდებაში T ასო, მათი დიფერენცირების ადგილის — მკერდუკანა ჯირკვალის იგივე თიმუსის (ლათ. Thymus) გამო გაჩნდა. შესაბამისად T ლიმფოციტებს ხშირად უწოდებენ მკერდუკანა ჯირკვლის ლიმფოციტებს ან თიმუსდამოკიდებულ ლიმფოციტებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]