B ლიმფოციტი
იერსახე
B ლიმფოციტი, B უჯრედი — ლიმფოციტარული სახეობის უჯრედი. B ლიმფოციტები ყალიბდებიან და ვითარდებიან ძვლის ტვინში. უმთავრესად ეფექტორული იმუნოკომპეტენტური უჯრედებია. მონაწილეობენ ჰუმორული იმუნიტეტის, B უჯრედული იმუნური მეხსიერების ფორმირებაში. ქმნიან პლაზმური უჯრედების კლონებს.