„Supersonic“ — ბრიტანული ფანკ-ჯგუფ Jamiroquai-ს სიმღერა და სინგლი. გამოვიდა 1999 წელს, როგორც მესამე სინგლი ჯგუფის მეოთხე სტუდიური ალბომიდან Synkronized. სიტყვა „supersonic“ ამ სიმღერაში 127-ჯერ მეორდება. ეს სინგლი ჯგუფისთვის იყო მესამე #1 აშშ-ის საცეკვაო ჩარტში[1] და ბრიტანეთის სინგლების ჩარტში #22 პოზიციამდე ავიდა. სინგლის გამოცემაში შედის სიმღერის რამდენიმე რემიქსი.
სიმღერის ოფიციალური ვიდეო იწყება გზავნილით „ru ready for a supersonic synkronized audio and visual experience?“, რომელიც წითლად ანათებს. მას შემდეგ, რაც ჯგუფის ლიდერი ჯეი კეი ჩნდება, ფონი რიტმთან ერთად სხვადასხვა ფერით იცვლება. ჯეი კეი და ჯგუფის სხვა წევრები აქეთ-იქით მოძრაობენ. ვიდეოს ბოლოს იწერება „You've been erased“ და ყველაფერი ფეთქდება.