„King for a Day“ — ბრიტანული ფანკ-ჯგუფ Jamiroquai-ს სიმღერა და სინგლი. გამოვიდა 1999 წელს, როგორც მეოთხე სინგლი ჯგუფის მეოთხე სტუდიური ალბომიდან Synkronized. ეს სიმღერა არის ერთგვარი მიძღვნა სტიუარტ ზენდერიდმი, რომელმაც კოლექტივი Synkronized-ის დასრულებამდე დატოვა.
ბრიტანეთის სინგლების ჩარტში სიმღერამ #20 პოზიცია დაიკავა. იგი აგრეთვე ცნობილია, როგორც ჯგუფის პირველი სინგლი, რომელსაც არ ახლდა რემიქსი. ოფიციალურ თანმხლებ ვიდეოში ჯეი კეი დადის ძველ მამულში, რომლის ყოველ ოთახში ჯგუფის ესა თუ ის წევრი ზის.