Staropramen

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Staropramen-ის ლოგო

ლუდსახარში სტაროპრამენი — რიგით მეორე ყველაზე დიდი ლუდსახარში ჩეხეთის რესპუბლიკაში. ლუდსახარში მდებარეობს სმიხოვის რაიონში (პრაღა). დაარსებულია 1869 წელს, სტაროპრამენი ითარგმნება როგორ „ძველი წყარო“, ბრენდი დარეგისტრირდა 1911 წელს. სტაროპრამენის მფლობელია Molson Coors და პროდუქტი 37 ქვეყნის ბაზარზე ექსპორტირდება, ძირითადად ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის.

ლუდსახარში სტაროპრამენის ისტორია იწყება 1869 წლიდან, როდესაც კომპანია „Joint Stock Brewery in Smíchov“ თავისი წილები გაყიდა. ლუდსახარშის მშენებლობა დასრულდა და პირველი ლუდი 1871 წელს მოიხარშა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ სტაროპრამენმა პოპულარობა შეიძინა და უწყვეტად ვითარდებოდა, უკევ 1930-იან წლებში სტაროპრამენი უდიდესი ლუდსახარში იყო ჩეხოსლოვაკიაში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სოციალიზმის დამყარებასთან ერთად ყველა ჩეხოსლოვაკური ლუდსახარში სახელმწიფოს დაქვემდებარებაში გადავიდა, მათ შორის სტაროპრამენიც. სოციალიზმის დამთავრებასთან ერთად 1989 წელს, სტაროპრამენი გახდა პრაღის ლუდსხარშთა ჯგუფის ნაწილი, რომელიც 1996 წელს გადავიდა Bass company-ს მფლობელობაში, ამავდროულად სტაროპრამენი განაგრძობდა გაზრდას და დღეს ის ჩეხეთის ლუდის ბაზრის 15.3% ფლობს.

2009 წლის ოქტომბერში სტაროპრამენი გახდა StarBev-ის ნაწილი, ხოლო 2012 წლის აპრილში მისი მფლობელი გახდა Molson Coors.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Staropramen&oldid=3183132“-დან