Skepta

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Skepta

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯოზეფ ჯუნიორ ადენუგა
დაბ. თარიღი 19 სექტემბერი, 1982 (1982-09-19) (41 წლის)
დაბ. ადგილი ტოტენჰემი, ინგლისი
წარმოშობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
აქტიური 2003–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი helloskepta.com
Skepta ვიკისაწყობში

ჯოზეფ ჯუნიორ ადენუგა (დ. 19 სექტემბერი, 1982), უფრო ცნობილი, როგორც Skeptaნიგერიული წარმოშობის ინგლისელი MC, რეპერი, გრაიმ-შემსრულებელი, მუსიკალური პროდიუსერი და გრაიმ შემსრულებელ Jme-ს ძმა[1].

ადენუგამ დამოუკიდებლად გამოუშვა პირველი ორი სტუდიური ალბომი – Greatest Hits (2007) და Microphone Champion (2009). დანარჩენი ორი ალბომი, Doin' It Again (2011) და Konnichiwa (2016), გამოიცა Beat Records-ზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003-06: კარიერის დასაწყისი, Joseph Junior Adenuga და Greatest Hits[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად Skepta ბრიტანული გრაიმ-ჯგუფ Meridian Crew-ს დიჯეი იყო. კარიერის დასაწყისში მან გამოუშვა რამდენიმე ინსტრუმენტული კომპოზიცია, რომლებიდანაც ყველაზე წარმოსაჩენებია „DTI (Pirate Station Anthem)“ და „Private Caller“. უკანასკნელი გამოიცა სინგლის სახით და ვოკალიზებულ იქნა Meridian Crew-ს წევრების მიერ.

Skepta გახდა MC 2005 წელს, Meridian Crew-ს დაშლამდე მცირე ხნით ადრე. ჯგუფის დაშლის შემდეგ ის და მისი ძმა JME ხანმოკლე პერიოდით შეუერთდნენ ჯგუფ Roll Deep-ს, ხოლო უკვე 2006 წელს შექმნეს საკუთარი ჯგუფი Boy Better Know. მისი ჩამოყალიბების შემდეგ Skepta საუნდ-კლეშში დაუპირისპირდა MC Devilman-ს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გრაიმ კლეშის[2][3] — DVD Lord Of The Mics 2-ის ფარგლებში. მალევე ადენუგამ გამოუშვა მიქსტეიპი Joseph Junior Adenuga.

2007 წელს Skepta-მ საკუთარ ლეიბლ Boy Better Know-ზე გამოუშვა სადებიუტო ალბომი Greatest Hits.

2008-11: Microphone Champion და Doin' It Again[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Skepta-მ დამოუკიდებლად გამოუშვა პირველი სინგლი „Rolex Sweep“ 2008 წლის სექტემბერში და დაიკავა 89-ე ადგილი გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში. 2009 წლის 1 ივნისს მან გამოსცა მეორე ალბომი Microphone Champion, ხოლო მოგვიანებით - სინგლი „Too Many Man“, JME-ს, Wiley-ს, Frisco-ს და Shorty-ს მონაწილეობით. ამ სინგლმა ჩარტებში 79-ე ადგილს მიაღწია.

2011 წელს Skepta-მ გამოუშვა მესამე ალბომი Doin' It Again, რომელში შემავალმა სამმა სინგლმა ჩარტებში პირველ ორმოცეულს მიაღწია.

2012-დღემდე: Blacklisted და Konnichiwa[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს Skepta-მ გამოუშვა ოთხი სინგლი მეოთხე ალბომიდან Konnichiwa. „Hold On“და „Make Peace Not War“ მოხვდნენ ბრიტანული ჩარტების საუკეთესო 40-ეულში.

2014 წლის მარტში Skepta-მ მიიღო მონაწილეობა „German Whip“-ის რემიქსის ჩაწერაში და იმ თვის ბოლოს კი გამოსცა თავისი მორიგი სინგლი „Thats Not Me“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მისმა ძმამ JME-მ. სინგლმა დაიკავა 21 ადგილი ბრიტანულ ჩარტში.

2015 წელს შედგა Skepta-ს დებიუტი მსახიობის ამპლუაში ფილმში „ანტი-სოციალური“[4].

Instagram-ის პოსტის[5] მეშვეობით Skepta-მ განაცხადა, რომ მისი ალბომი Konnichiwa (იაპონ. გამარჯობა) გამოვიდოდა 2016 წლის 6 მაისს. კრიტიკოსებმა ეს ალბომი თბილად მიიღეს და იგი იქცა ყველაზე წარმატებულ გრაიმ-ჩანაწერად, რომელმაც აგრეთვე ბრიტანეთის ჩარტებში მეორე ადგილი დაიკავა.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები
EP-ები
  • Vicious EP (2017)
მიქსტეიპები
  • Joseph Junior Adenuga (2006)
  • Been There Done That (2010)
  • Community Payback (2011)
  • Blacklisted (2012)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. O'Brien, Jon. Skepta. Allmusic. ციტირების თარიღი: 3 April 2012.
  2. Yates, Kieran (3 October 2014). „Jammer's top grime clashes: featuring Wiley, Kano, Skepta, Devilman and more“. The Guardian. ციტირების თარიღი: 12 January 2016.
  3. Trammell, Matthew. Why Grime Beef Might Shake Rap Awake This Year (4 May 2015). ციტირების თარიღი: 12 January 2016.
  4. Jones, Wil. (30 April 2015) Interview: Skepta's Keeping It Strictly 'Anti-Social'. Complex UK. ციტირების თარიღი: 5 September 2015.
  5. Official Announcement.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Skepta&oldid=4643753“-დან