Satellite (სიმღერა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„Satellite“ — 2010 წელს ნორვეგიაში გამართულ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მომღერალმა ლენა მაიერ-ლანდრუტმა წარადგინა გერმანია სიმღერით „Satellite“ და ქვეყანას გამარჯვება მოუტანა.

გერმანია 2010 წლის ევროვიზიაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წელს გერმანიის შესარჩევ კონკურში „Unser Star für Oslo“, რომლის ფინალიც 12 მარტს გაიმართა ერთმანეთს გამარჯვებისთვის ეცილებოდნენ ლენა და ჯენიფერ ბრაუნი, თუმცა „Satellite“ მაყურებლის ფავორიტი გახდა და შესაბამისად ამ სიმღერით წარდგნენ გერმანელები 2010 წელს.

მეორე ადგილზე გასულმა ჯენიფერმა კონკურსის შემდეგ გამარჯვებული სიმღერა ანუ, „Satellite“ დააქავერა, თუმცა განსხვავებული ვერსია.

ევროვიზია 2010[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერმანია „დიდი ხუთეულის“ ერთ-ერთი წევრი ქვეყანაა და შესაბამისად ლენა ყოველგვარი ნახევარ ფინალების გარეშე ფინალში მოხვდა, სადაც მაყურებლისა და ჟიურის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (ხმები 50/50-ზე) 246 ქულით 2010 წლის გამარჯვებული გახდა.[1][2]

1982 წლის შემდეგ ლენა გერმანიის მეორე წარმომადგენელია, რომელმაც მოიგო და მას გერმანიიდან დღემდე ყველაზე მეტი, 246 ქულა აქვს. ასევე მის კლიპს სიმღერაზე „Satellite“ ევროვიზიის YouTube-ს ოფიციალურ არხზე ყველაზე მეტი, 49 000 000 + ნახვა აქვს.

ლენა 2011 წელს, როცა გერმანია კონკურსს მასპინძლობდა ასევე წარადგენდა თავის ქვეყანას და სიმღერით „Taken By A Stranger“ 107 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]