The Red Hot Chili Peppers — ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის სადებიუტო სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1984 წლის 10 აგვისტოს. დისკი გამოსცა ლეიბლმა EMI. ალბომიდან გამოვიდა 2 სინგლი - True Men Don't Kill Coyotes და Get Up and Jump. დისკის პროდიუსერია ენდი გილი (Gang of Four). ეს არის ჯგუფის ერთადერთი ალბომი გიტარისტ ჯეკ შერმენის მონაწილეობით.
Red Hot Chili Peppers-ს გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი EMI-სთან. მიუხედავად ამისა, ჰილელ სლოვაკი და ჯეკ აირონსი ჩაწერაში არ მონაწილეობდნენ, ვინაიდან მანამდე 2 კვირით ადრე კონტრაქტი MCA records-თან გააფორმეს. მათ დროებით ჩაენაცვლა ორი მუსიკოსი - კლიფ მარტინესი (დასარტყმელი საკრავები) და ჯეკ შერმენი (გიტარა).
ალბომის ჩაწერას თან ბევრი სირთულე ახლდა. ენდი გილი და ჯგუფი კამათობდნენ შემოქმედებით საკითხებზე. გილს სურდა კოლექტივში უფრო კომერციული ჟღერადობის მიღწევა[3]. კიდისის ავტობიოგრაფიულ წიგნში Scar Tissue აღწერილია, რომ ენდი „მოსპო სიმღერის Police Helicopter გასწვრივ გილის მიერ მიწერილი სიტყვის shit დანახვამ“ - ვინაიდან ეს იყო ჯგუფის მიერ დაწერილი ერთ-ერთი პირველი სიმღერა და კიდისის თქმით, „მასში აისახა ჯგუფის ჟღერადობისა და ენერგიის დინამიური, განმგმირავი, მოუქნელი, ამაღელვებელი ძალის სული“. ცნობილია, რომ ჯგუფი ჩაწერილი სიმღერებით უკმაყოფილო დარჩა და უფრო მეტად მოსწონდა სლოვაკთან და აირონსთან ერთად ჩაწერილი დემო-ვერსიები. კიდისის თანახმად, ჩაწერის დროს მისთვის უცნაური აღმოჩნდა, რომ შერმენი თითებისათვის გელის მსგავს სითხეს იყენებდა, რათა გიტარაზე დაკვრისას თითები არ სტკენოდა.
ალბომის გამოცემის შემდეგ ჯგუფმა საკონცერტო ტურნე გამართა, მაგრამ შერმენთან კვლავ უთანხმოებებს ჰქონდა ადგილი. თითოეულმა მუსიკოსმა ამ ტურნედან მხოლოდ 500 დოლარი მიიღო.[4] როგორც The Red Hot Chili Peppers, ასევე EP Squeezed (ჯგუფი What Is This?) არც თუ შთამბეჭდავად იყიდებოდა, ამიტომ ჯეკ შერმენი გაუშვეს ჯგუფიდან და მიიღეს სლოვაკი, რომელმაც კოლექტივთან ერთად ჩაწერა Freaky Styley, შემდეგი ალბომი.