RSS
![]() |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. |
![]() |
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მის გასწორებაში. გამოიყენეთ რედაქტორის სახელმძღვანელო. |
RSS (აბრევიატურა სიტყვებისა Really Simple Syndication" ან "Rich Site Summary") წარმოადგენს საიტზე გამოქვეყნებული სიახლეების სიას.
სიის თოთოეული წევრი შეიცავს როგორც სიახლის სათაურს და ტექსტს, ისე მის დამატებით მონაცემებს - გამოქვეყნების თარიღს, ავტორს და ა.შ. მისი საშუალებით მარტივად შეიძლება გავიგოთ არის თუ არა საიტზე რაიმე სიახლე.
სია შედგენილია განსაკუთრებული, კომპიუტერთათვის გასაგები XML ენის საშუალებით.
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1997 — Dave Winer-მა შექმნა სკრიპტ სიახლეები(ScriptingNews). RSS დაიბადა.
- 1999 — Netscape-მა გამოუშვა RSS 0.90. ეს იყო უბრალო XML,RDF სათაურით.
- 1999 — Dave Winer-მა UserLand-ზე შექმნა scriptingNews 2.0b1.
- 1999 — Netscape-მა შექმნა RSS 0.91. ამ ვერსიაში მოეხსნა RDF სათაური.
- 1999 — UserLand-მა შეწყვიტა scriptingNews-ის გამოყენება და ის იყენებდა მხოლოდ RSS 0.91.
- Netscape-მა შეწყვიტა RSS-ის შექმნა.
- 2000 — UserLand-მა მიიღო RSS 0.91-ის ოფიციალური სერტიფიკატი.
- 2000 — Rael Dornfest-ის ჯგუფმა O'Reilly-ზე შექმნა RSS 1.0. ეს ფორმატი იყენებდა RDF და namespaces.
- 2000 — Dave Winer-მა UserLand-ზე შექმნა RSS 0.92.
- 2002 — Dave Winer-მა Userland-ის დატოვების შემდეგ შექმნა RSS 2.0.
- 2003 — ოფიციალური RSS 2.0 სერტიფიკატი გამოშვებულია.
რა განსხვავებებია?[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
RSS 1.0 არის მხოლოდ ვერსია, რომელიც შეიქმნაW3C RDF სტანდარტების გამოყენებით.
RDF-ის იდეა არის სემანტიკური ვების შექმნა. თუმცა მას არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ორდინალური მომხმარებლისათვის, მაგრამ ვებ-სტანდარტების გამოყენებით ადვილი იქნება პიროვნებისთვის და პროგრამისათვის მონაცემების გაცვლა.
RSS-ის რომელი ვერსია გამოვიყენო?[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
RSS 0.91 და RSS 2.0 ვერსიები არის ბევრად ადვილი მოსახმარი, ვიდრე RSS 1.0.
არსებობს RSS ვებ სტანდარტი?[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არ არსებობს ოფიციალური სტანდარტი RSS-სათვის.
- RSS feed-ის 50 % იყენებს RSS 0.91
- 25 % იყენებს RSS 1.0
- დარჩენილი 25 % დაყოფილია RSS 0.9x და RSS 2.0 ვერსიებს შორის
რა უნდა ვიცოდეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სანამ სწავლას დაიწყებდეთ უნდა იცოდეთ შემდეგი:
თუ გსურთ HTML-ის შესწავლა, იმოქმედეთ ბმულზე.
რა რის RSS?[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- RSS იშიფრება, როგორც ნამდვილად უბრალო სინდიკაცია(Really Simple Syndication)
- RSS საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ჩვენი საიტის შემცველობის სინდიკაცია
- RSS განსაზღვრავს ადვილ გზას სათაურების და შემცველობის გამოსაქვეყნებლად და სანახავდ
- RSS ფაილები ავტომატურად ახლდება
- RSS საშუალებას გვაძლევს განვასახიეროთ სხვადასხვა ვებ გვერდების შემცველობა
- RSS იწერება XML-ზე
რატომ გამოვიყენოთ RSS?[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
RSS შეიქმნა არჩეული მონაცემების საჩვენებლად. RSS-ის გარეშე, მომხმარებლებს მოუწევთ მთელი საიტის ყოველდღიურად შემოწმება, რათა იხილონ განახლებები. ამისათვის კი ბევრ მომხმარებელს არ აქვს დრო. RSS feed-ით ისინი ვებ-გვერდებს შეამოწმებენ სწრაფად RSS აგრიგატორის დახმარებით.
ვინ გამოიყენებს RSS?[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვებმასტერებს, რომლებიც იშვიათად ანახლებენ თავიანთ ვებ-გვერდს, არ სჭირდებათ RSS. RSS გამოყენებადია ვებ-გვერდებისათვის, რომლებიც ახლდება ძალიან ხშირად, ისევე, როგორც:
- სიახლეების ვებ-გვერდები
- კომპანიები
- კალენდარები
- საიტის ცვლილებები
RSS-ის სამომავლო გეგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
RSS საკმაოდ სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში. ათასობით საიტი იყენებს RSS-ს და უფრო მეტი ხალხი ხვდება მის სარგებლიანობას. RSS-თან ერთად ინტერნეტში ინფორმაციის ძიება ადვილია და ვებ-პროგრამისტებს შეუძლიათ გაავრცელონ თავიანთი ინფორმაცია უფრო ადვილად. ეს არის უძლიერესი რამ
RSS წამკითხველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არსებობს მრავალი RSS წამკითხველი. ზოგიერთი მუშაობს, როგორც ვებ-სერვისი და ზოგიერთი კი მუშაობს ოპერაციულ სისტემაზე.
შეხსენება: Mozilla Firefox ბრაუზერს აქვს ჩაშენებული RSS წამკითხველი. თუ ჩვენ შევალთ საიტზე, რომელიც გვთავაზობს RSS წყაროებს, ჩვენ დავინახავთ Firefox RSS იარლიყს მისამართების პანელში. ვიმოქმედოთ იარლიყზე, რათა წავიკითხოთ RSS.
ვიკიწიგნებში არის სტატია: RSS
ასევე არსებობს სკრიპტები რომელიც საშუალებას გვაძლევენ განვათავსოთ ჩვენს საიტზე RSS წამკითხველები. ეს უზრუნველყოფს ჩვენი საიტის მუდმივ განახლებას და მის მეტ ინფორმატიულობას!
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- HTML-ის წიგნი
- RSS ფაილის დამტკიცება
- 300,000 წყაროს სია დაარქივებული 2007-09-13 საიტზე Wayback Machine.
- 18,000 წყაროს სია
- წყაროს რეგისტრაცია საძიებო სისტემით დაარქივებული 2007-10-03 საიტზე Wayback Machine.
- წყაროს რეგისტრაცია საძიებო სისტემით
- წყაროს რეგისტრაცია საძიებო სისტემით დაარქივებული 2007-04-09 საიტზე Wayback Machine.
- გვთავაზობს RSS წყაროს 10 წუთში განახლებას
- გთავაზობთ RSS წყაროების უფასოდ შექმნას და დისტრიბუციას