Pseudomonas

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გრამის წესით შეღებილი Pseudomonas aeruginosa,

Pseudomonas — ბაქტერიების გვარი Pseudomonadacae-ს ოჯახისა. აერთიანებს 20-ზე მეტ სახეობას. მათ შორის ერთ-ერთი ნიადაგის ბუნებრივი ბინადარია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნივთიერებათა წრებრუნვაში. ზოგიერთი კი ადამიანის, ცხოველებისა და მცენარეების პათოლოგიების მიზეზია. ასეთ პათოგენურ ბაქტერიებს მიეკუთვნება: Pseudomonas aeruginosa, P. putida, P. fluorescens, P. cepacia და სხვა.[1]

მორფოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფსევდომონადები

ფსევდომონადები არიან გრამუარყოფითი, სწორი ან ოდნავ მოხრილი ჩხირები მომრგვალებული ბოლოებით. მათი ზომებია 0,5 - 0,7-დან 1 - 3 მკმ-მდე, კარგად იღებებიან ანალინური საღებავებით. ძირითადად მოძრავია (მონო- ან ლოფოტრიქალური.) სპორებს არ წარმოქმნიან, კაფსულა არ გააჩნიათ, მაგრამ წარმოქმნიან ლორწოს, რომელიც ბაქტერიას გარედან ფარავს. [2]

ეპიდემიოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფსევდომონადები ბუნებაში ფართოდ არიან გავრცელებულნი. გვხვდებიან წყალში, ნიადაგაში, ჰაერში, ადამიანისა და ცხოველების ნაწლავში, კანსა და ლორწოვან გარსებზე.

რეზისტენტული და ბიოქიმიური თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

P. aeruginosa, დამახასიათებელი ლურჯ-მწვანე პიგმენტირებით

ფსევდომონადების გვარს რეზისტენტულია ულტრაიისფერი სხივების, ანტისეპტიკების (ფურაცილინი, რივანოლი) წინააღმდეგ. საავადმყოფოსშიდა პირობებში მტვერში ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას 2 კვირის განმავლობაში. 60° გრადუსზე დუღილისას იღუპება 15 წუთის შემდეგ და 2%-იანი ფენოლის ხსნარით დამუშავებისას. [3]

ეს აერობული ბაქტერიებია, რომლებსაც გააჩნიათ მთელი რიგი ფერმენტები, რომლებიც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელ ფაქტორებს წარმოადგენენ (დეჰიდრაზები, ციტოქრომი, ციტოქრომოქსიდაზა). ზრდის ტემპერატურული დიაპაზონია 6°-იდან 45°-მდე, pH-ი კი 7,2-7,5.

დამახასიათებელია ე.წ პიოციანინის გამოყოფა - სპეციფიკური პიგმენტი, რომელიც ფსევდომონადების კოლონიას ლურჯ-მწვანე შეფერილობას აძლევს. ფსევდომონადების ზოგიერთი სახეობისთვის დამახასიათებელია ყვითელი (P. fluorescens, P. putida), წითელი (პიგმენტი - პიორუბინი), შავი (პიომელანინის) პიგმენტების გამომუშავება.

პათოგენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფსევდომონადები შეიძლება გამოივწიონ სეპსისი, მენინგიტი, ოსტეომიელიტი, ართრიტი, ოტიტი, პნევმონია (p. pneumonia), პლევრიტი, თირკმლების ან ტვინის აბსცესი, შარდ-სასქესო სისტემის ანთება. ხშირად საავადმყოფოსშიდა ჭრილობების ჩირქოვანი ინფექციების მიზეზია. [4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 781
  2. Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 782
  3. Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 782
  4. Коротяев А. И.; Бабичев С. А. Медицинская микробиология, имунология и вирусология გვ. 785
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pseudomonas&oldid=3657251“-დან